ტურიზმის ადგილი საფრანგეთის ეკონომიკაში

ტურიზმი, ფრანგული ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი

2017 წლის სეზონის პირველიადი მონაცემებით, საფრანგეთი მსოფლიოს პირველ მიმართულებად რჩება. 2017 წლის ბოლოსთვის, შემოსული უცხოელი ტურისტების რიცხვმა 88-დან 89 მილიონამდე უნდა შეადგინოს. 2016 წელს, საფრანგეთმა 83 მილიონ ტურისტს უმასპინძლა. ამ ციფრის 5 მილიონით გაზრდა განახლებული ნდობის ნიშანია.
მთავრობის მიზანია, საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობამ 100 მილიონი, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 50 მილიარდი ევრო შეადგინოს 2020 წლისათვის.
ტურიზმი, რომელიც ფრანგული ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია, მშპ-ის თითქმის 8%-ს შეადგენს და 2 მილიონ პირდაპირ და არაპირდაპირ სამუშაო ადგილს ქმნის. 2020 წლისათვის დასახული მიზნების მიხედვით, დამატებით 300 000 სამუშაო ადგილის შექმნაა ნავარაუდები საფრანგეთის მეტროპოლის, ისევე როგორც ზღვის იქითა ტერიტორიაზე.

ტურიზმის სექტორის მაჩვენებლები 2017 წელს

ზაფხულის პერიოდის (15 ივნისი - 15 სექტემბერი) კარგმა შედეგებმა 2017 წლის მზარდი ტენდენცია გაამყარა : მაგალითად, მეტროპოლის ტერიტორიაზე საჰაერო გზით შემომსვლელთა რიცხვი 7,7%-ით გაიზარდა, სასტუმროს ოთახების დაჯავშნის ზოგიერთმა ინტერნეტ საიტმა კი 20-დან 25%-მდე ზრდა აჩვენა 2016 წლის ზაფხულთან შედარებით.
2017 წლის მთელ პერიოდზე საფრანგეთში 89 მილიონი ტურისტის შემოსვლას ვარაუდობენ, მათ შორის საჰაერო გზით შემომსვლელთა მკვეთრ ზრდას (+8,6% საფრანგეთის მასშტაბით, ხოლო +10,3% მხოლოდ პარიზში), ბრაზილიიდან (+27%), ინდოეთიდან (+24%), რუსეთიდან (+32%) თუ ევროპული ქვეყნებიდან ( +7% ესპანეთიდან).

ტურიზმის მსოფლიო დღე - ჟან-ივ ლე დრიანის განცხადება (27.09.2017)

publie le 06/10/2017

hautdepage