« ტურ დე ფრანსი 2017 » : « ტური და ევროპა »

ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის დამაარსებელი რომის ხელშეკრულების 60 წლისთავთან დაკავშირებით, 2017 წელს აღინიშნება, გამოფენა « ტური და ევროპა » « ტურ დე ფრანსის » სიღრმისეულად ევროპულ ისტორიას მოგითხრობთ და გიჩვენებთ, თუ რაოდენაა სამოქალაქო საზოგადოება იმ მოძრაობის სულისჩამდგმელი, რომლის მიზანიც ხალხებს შორის მეგობრობის და კონტინენტზე მშვიდობის დამყარებაა.

« ტურ დე ფრანსი 2017 »

2017 წლის 1 ივლისს, « ტურ დე ფრანსის » ველომრბოლელები დიუსელდორფიდან აიღებენ სტარტს. 23 ივლისამდე, ისინი 34 დეპარტამენტს გადაკვეთენ და 3 მეზობელ ქვეყანას ეწვევიან და მთელი გარბენის განმავლობაში მათ 10 მილიონზე მეტი მაყურებელი, რომელთაგან 20% უცხოელები, ძირითადად ევროპელები იქნებიან, ხოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ფანი გაამხნევებს.

სარგებლობს რა დიდი ინტერესით მთელს მსოფლიოში, « ტურ დე ფრანსი » საფრანგეთსა და ევროპაში გავლილი ტერიტორიების, სპორტსმენებისა და სპორტის მიმდევრობისთვის დამახასიათებელი ღირებულებების პოპულარიზაციის საშუალებას იძლევა.

« ტური და ევროპა »

რბოლის დაარსებისთანავე, 1903 წელს, გერმანელები, ბელგიელები თუ იტალიელები ფრანგების გვერდიგვერდ მონაწილეობდნენ და შემდგომ წლებში მათ მრავალი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ (ლუქსემბურგელები, ბრიტანელები, დანიელები, მექსიკელები, ავსტრალიელები და ა.შ.).

თანდათან იმატა ტურის ეტაპებმა მეზობელ ქვეყნებში, მოიარა რა « ტურ დე ფრანსმა » განდი, ლუქსემბურგი, აოსტა, მაასტრიხტი, ბერლინი თუ უტრეხტი. წელს ველომრბოლელები გერმანიაში დაიწყებენ რბოლას და ბელგიაში და ლუქსმბურგშიც გაივლიან.

გამოფენის სლაიდ-შოუ

1947წ 27 ივნისი - მე-3 ეტაპი ბრიუსელი (ბელგია) > ლუქსემბურგი (ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო)
1947წ 27 ივნისი - მე-3 ეტაპი ბრიუსელი (ბელგია) > ლუქსემბურგი (ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო)
მეორე მსოფლიო ომიდან ორი წლის შემდეგ, განახლებული" ტურ დე ფრანსი", რომელიც 1940 წლიდან აღარ ტარდებოდა, ევროპის კონტინენტის შერიგების დინამიურობის მაჩვენებელია, მასპინძლობს რა ეტაპს ბელგიასა და ლუქსემბურგს შორის. ტურ დე ფრანსი კვლავ მხნედ კვეთს საზღვრებს !
1958 წლის 26 ივნისი - 1-ლი ეტაპი ბრიუსელი (ბელგია) > განდი (ბელგია)
1958 წლის 26 ივნისი - 1-ლი ეტაპი ბრიუსელი (ბელგია) > განდი (ბელგია)
1958 წელს, ბრიუსელის გავლა აუცილებლობად იქცა მეტად ევროპული" ტურ დე ფრანსისთვის". რომის ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი წლის შემდეგ, რომელიც მას ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის დედაქალაქად აცხადებს, ბრიუსელი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მთელი მსოფლიოდან იღებს სტუმრებს მსოფლიო გამიფენის გამო. ამ მოვლენისათვის შექმნილი "ატომიუმი" დღეს ბრიუსელის ერთერთი სიმბოლოა.
1987 წლის 2 ივლისი - 1-ლი ეტაპი დასავლეთ ბერლინი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) > დასავლეთ ბერლინი (გფრ)
1987 წლის 2 ივლისი - 1-ლი ეტაპი დასავლეთ ბერლინი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) > დასავლეთ ბერლინი (გფრ)
ბერლინის კედლის დაცემამდე ორი წლით ადრე, ევროპიდან და მთელი მსოფლიოდან ჩამოსული 207 ველომრბოლელი ერთმანეთს ეჯიბრება, მშვიდობიან გამოწვევას უკეთებენ რა ამ "სირცხვილის კედელს", ცივი ომისა და ევროპის ორ ბლოკად გაყოფის სიმბოლოს. იმ წელს პირველად, ველომრბოლელი აღმოსავლეთ ევროპიდან, პოლონელი ლეხ პიასეცკი ყვითელ მაისურს ირგებს.
2015 წლის 5 ივლისი - მე-2 ეტაპი უტრეხტი (ნიდერლანდები) > ზელანდი (ნიდერლანდები)
2015 წლის 5 ივლისი - მე-2 ეტაპი უტრეხტი (ნიდერლანდები) > ზელანდი (ნიდერლანდები)
2015 წლის "ტურ დე ფრანსის" მეორე ეტაპი ჩრთილოეთის ზღვას მიუყვება და ნიდერლანდების პეიზაჟების სილამაზის აღმოცენაში გეხმარებათ. წყალზე ველოსიპედით გავლა, ესეც "ტურ დე ფრანსის" მომხიბვლელობის და მოულოდნელობის ნაწილია.

‹ précédent | suivant ›

publie le 13/07/2017

hautdepage