ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა [fr]

2018 წლის 23 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და საქართველოში ფრანგულ ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული დოკუმენტი პირველი ნაბიჯია ქართველ მკვლევართა სამეცნიერო მობილობის დაფინანსების ამოქმედებისაკენ საფრანგეთში. აგრეთვე, ის მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო კულტურის პოპულარიზაციას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მანანა მიქაბერიძემ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, პასკალ მენიემ და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა, ჟან-ივ ლავუარმა.

გამოქვეყნებულია 07/05/2018

გვერდის დასაწყისი