ფილმის ჩვენება « ბრწყინვალე » და საქართველოში ტოლერანტობისადმი მიძღვნილი დისკუსია [fr]

საფრანგეთის მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ტოლერანტობასა და დისკრიმინაციიის წინააღმდეგ ბრძოლას ღონისძიება მიეძღვნა.

ხუთშაბათს, 19 სექტემბერს, საქართველოში საფრანგეთის საელჩომ ევროსაბჭოს ოფისთან ერთად, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, გამართა ფრანგული კინოფილმის ჩვენება « ბრწყინვალე ».

მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობა იმ სამ პრიორიტეტს შორისაა, რომლებიც საფრანგეთმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პეროდში, 2019 წლის ნოემბრამდე, დაისახა. პირველად, ევროსაბჭოში მისი გაწევრიანებიდან 1999 წელს, საქართველო თავმჯდომარეობას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უზრუნველყოფს.

ფილმის ჩვენების წინ, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი კოლასი და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, ბ-ნი ურსე, სიტყვით გამოვიდნენ. მათ ისაუბრეს ტოლერანტობის, სოლიდარობის, თანასწორობისა და უმცირესოსბების დაცვის ღირებულებების, ევროსაბჭოს საყრდენი ცნებების მნიშვნელობის შესახებ. აღნიშნული სტრუქტურა წელს მისი დაარსების 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. ნაჩვენებმა ფილმმა, რომელიც მცდარი წარმოდგენებით დისკრიმინაციას ეხება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. კინოჩვენების შემდეგ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენლის მოდერაციით დისკუსია გაიმართა.

გამოქვეყნებულია 20/09/2019

გვერდის დასაწყისი