“ფონდ რენე კასენის” სემინარი « საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე » [fr]

დაიწყო ჩაწერა “ფონდ რენე კასენის” სემინარზე, რომელიც « საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას » ეძღვნება და 2018 წლის 11-დან 15 ივნისამდე თბილისში იმართება

2017 წლის ოქტომბერში, საქართველოში გამართული პირველი სემინარის “ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი” წარმატების შემდეგ, “ფონდი რენე კასენი” – სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი, თბილისის ევროპის უნივერსიტეტთან და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს ოფისისა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, თავის მეორე სასწავლო სესიას აწყობს, თბილისში, 2018 წლის 11-დან 15 ივნისამდე, რომელიც « საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას » ეძღვნება.

ქართველ იურისტებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს, საჯარო მოხელეებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და სტუდენტებს გულითადად ვიწვევთ, მასში მრავალრიცხოვნად მიიღონ მონაწილეობა. სწავლება ჩატარდება ინგლისურ ენაზე საუნივერსიტეტო სამყაროსა და საერთაშორისო სტრუქტურების მაღალი დონის ტრენერების მიერ.

სემინარზე ჩაწერა მიმდინარეობს და გაგრძელდება 2018 წლის 27 მაისამდე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.

ჩაწერის საფასური: 100 €
სტუდენტებისთვის : 50 €

ჩაწერა წარმოებს მხოლოდ ელექტრონულად : https://www.iidh.org/UK/index.php
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით : elsa.zimmer@iidh.org

PDF - 377.4 ko
Provisional program - Tbilisi 2018 - English
(PDF - 377.4 ko)
PDF - 308.2 ko
Concept Note - 2nd training session - English
(PDF - 308.2 ko)

გამოქვეყნებულია 29/05/2018

გვერდის დასაწყისი