ფრანგი სოლისტები კონსერვატორიაში 19/12/06

2005 წლის პაუზის შემდეგ, ალ. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი განაახლებს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ორგანიზებულ საახალწლო ფესტივალში მონაწილეობას და ამჯერადაც მოიწვევს ფრანგ სოლისტებს. შეგახსენებთ ჟერომ პერნოს (ვიოლოჩელო), პოლ მეიერის (დირიჟორი, კლარნეტი), ჟიულიენ შოვოსა (ვიოლინო) და ჟერომ დიუკროს (ფორტეპიანო) კონცერტებს.

წელს ფრანგული კულტურის ცენტრი იწვევს ფლორან ეოსა (კლარნეტი) და განმეორებით, ჟერომ დიუკროს (ფორტეპიანო). კონცეტი შედგება კონსერვატორიის დიდ დარბაზში, 19 დეკემბერს, 19 საათზე. რეპერტუარშია : შუმანი, ვებერი, სენ-სანსი, დებიუსი და პულენკი.

JPEG
ფლორან ეომ მუსიკალური განათლება პარიზის ეროვნულ უმაღლეს კონსერვატორიაში მიიღო და არაერთი საერთაორისო კონკურსის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.
ის წარმატებით გამოდის საფრანგეთსა თუ მის ფარგლებს გარეთ ჟერარ კოსეს, როლან პიდუს, რეჟის პასკიეს, პატრის ფონტანაროსასა და ჟერომ დიუკროსთან ერთად.
2005 წელს, ბეთჰოვენის ტრიოების ჩანაწერმა ( ჟერომ დიუკროსა და ანრი დემარკეტთან ერთად) კრიტიკის მისალმება დაიმსახურა ( “შოკი” მიანიჭა მონდ დე ლა მიუზიკ-მა, “10” - კლასიკა-რეპერტუარმა, « ჯოკერი » - კრესშენდომ...).
საქართველოში ის პირველად დაუკრავს.

JPEG
ჟერომ დიუკროს მუსიკალური განათლება მიღებული აქვს პარიზის ეროვნულ უმაღლეს კონსერვატორიაში. მან არაერთი საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემია მოიპოვა.
ის საფრანგეთში და საზღვარგარეთ გამოდის სოლო კონცერტებით თუ სხვადასხვა სოლისტების გვერდით, ესენი არიან : ოგიუსტენ დიუმე, მიშელ დალბერტო, პოლ მეიერი, რენო და გოტიე კაპუსონები, ჟერომ პერნო, რომელთან ერთადაც 1995 წლიდან დუეტი შექმნა. მუშაობს მომღერლებთან ერთად, ესენი არიან : ამერიკელი სოპრანო, დაუნ აპშო, ფრანგი კონტრ-ტენორი ფილიპ ჟარუსკი.
იმ ნაწარმოებებს შორის, რომლებსაც ის ხშირად ასრულებს სოლო კონცერტებზე, და კერძოდ კი, თბილისში, 2003 წლის ივნისში, აღსანიშნავია შუბეტრის « ფანტაზია », რომლის ვერსიამ ორი ხელისათვის მსმენელის ენთუზიაზმი და დადებითი შეფასება დაიმსახურა. ეს ნაწარმოები ლიდია დიჯიტალმა ჩაწერა და 2001 წლის ოქროს დიაპაზონი დაიმსახურა.
ჟერომ დიუკრო საქართველოში რამდენიმეჯერ ჩამოვიდა (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი), ბოლოს 2004 წლის საახალწლო ფესტივალის ფარგლებში.
აღნიშნული კონცერტის განხორციელება მოხერხდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურულ ღონისძიებათა ასოციაციის, კულტურფრანსის დახმარებით.

publie le 19/12/2006

hautdepage