ფრანგი მწერლის, კლოდ დელარიუს ვიზიტი თბილისში

ფრანგი მწერალი, კლოდ დელარიუ, ამჟამად თბილისში იმყოფება სტენდალის სახელობის შემოქმედებითი მივლინებით თავისი ახალი წიგნის პროექტზე, პელიკანის სიკვდილზე სამუშაოდ. ამ ლიტერატურულ შრომას, სადაც არქეოლოგაიას მნიშვნელოვანი როლი უკავია, იგი 1985 წლიდან მოყოლებული ახორციელებს.

JPEG

კლოდ დელარიუ მიიღებს ასევე მონაწილეობას წიგნის ფესტივალში (14-დან 18 ივნისამდე), სადაც, პარასკევს, 15 ივნისს, 16 სთ-დან 17 :10 სთ-მდე იგი გაუძღვება შეხვედრას ევროკავშირის სტენდთან წარმოდგენილ ევროპელ მწერლებთან.

შაბათის, 9 ივნისის გაზეთ « 24 საათში » გამოქვეყნდა ევროპული ლიტერატურისადმი მიძღვნილი 24 გვერდიანი დანართი. ფრანგული ლიტერატურას დაეთმო 6 გვერდი, სადაც ფართოდ არის გაშუქებული დელარიუს ვიზიტი (იხ. « 24 საათის » კულტურის გვერდი).

ავტორის 5 წიგნი ნათარგმნია ქართულად : „დიდი ადამიანი“ (1979), “მოზაიკა” (1986), “სპილოების ტრიუმფი” (1992), “ომის მოლოდინში” (1989), “ღმერთის სისუსტე” (1995). წიგნები შეგიძლიათ შეიძინოთ ალ. დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრში.

გამოქვეყნებულია 01/08/2007

გვერდის დასაწყისი