ფრანგი ჟურნალისტი მასტერ-კლასს უტარებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებს

წელს ისევე როგორც გასულ წლებში, ფრანგმა ჟურნალისტმა 3 კვირიანი სასწავლო კურსი ჩაატარა GIPA-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 2004 წელს „M6“ არხის წარმომადგენელმა, ფილიპ ბრაშემ, სატელევიზიო გადმოცემის სახელოსნოს უხელმძღვანელა.
JPEG
წელს კი, « ფრანს 3 რონ ალპ » -ის მთავარი რედაქტორის მოადგოლემ, ალენ ფონტანმა, 14 ქართველ, აფხაზ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთან (GIPA-ს მე-3 სამაძიებლო დამამთავრებელი ციკლის სტუდენტები) ერთად იმუშავა. მის მიერ ჩატარებული მასტერ-კლასი-სახელოსნო 6 წთ-იანი ჟურნალ-რეპორტაჟის მომზადებას გულისხმობდა, სადაც ყოველმა მონაწილე სტუდენტმა, ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის პირობებში, პრაქტიკული ამოცანების გადაჭრის დიდი გამოცდილება მიიღო.

სტუდენტებმა, ამერიკელმა და ქართველმა ხელმძღვანელებმა, ფრანგმა ანიმატორმა, კმაყოფილება გამოთქვეს ამგვარი გამოცდილების გაზიარების გამო, რაც ადასტურებს კავკასიის პრესტიჟულ უმაღლეს ჟურნალისტურ სკოლასთან ნაყოფიერი და დინამიური პარტნიორული ურთიერთობის არსებობას.

GIFწლევანდელი მასტერ-კლასის ფინანსური მხარდამჭერი იყო „Canal France International“-ი. ეს უკანასკნელი, საკუთარ მონაცემთა ბანკიდან დოკუმენტურ მასალას აწვდის „პირველ არხსა“ და „მზეს“, ამიერიდან იგი მონაწილეობას მიიღებს ტელევიზიის პერსონალის სასწავლო პროგრამებში.

publie le 02/01/2006

hautdepage