ფრანგი" ბარბაროსები" ორ ქართულ გუნდთან ერთად ვარჯიშობენ [fr]

JPEG - 664.9 ko
ფოტოსესია ვარჯიშის შემდეგ
ფოტო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში

ინტეგრაცია და მხარდაჭერა რაგბის წყალობით, ეს ის გამოწვევაა, რომელიც ხალიბებისა (თბილისი) და ოდიშის (ზუგდიდი) მწვრთნელებმა მიიღეს 2011 წლიდან.

მოყარულთა ეს ორი გუნდი საქართველოში სოციალური ინტეგრაციისთვის მოღვაწეობს სხვა და სხვა რეგიონის ახალგაზრდების დაკავშირების ხელშეწყობით, და მათთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის ერთიანობისა და პატივისცემის სარაგბო ღირებულებების წყალობით.

ხალიბების დაარსებიდან 12-დან 65 წლამდე 800-ზე მეტი ადამიანი გაერთიანდა კლუბში. მოდელი ინკლუზიურია: ყველას შეუძლია კლუბის რიგებს შეუერთდეს. მათგან 70 ახალგახრდა პროფესიონალი გახდა საქართველოში.

ოთხშაბათს 30 მაისს, საფრანგეთის მეორე ეროვნულმა ნაკრებმა ვარჯიში ჩაატარა ოცდაათიოდე ახალგაზრდა ქართველ მოყვარულ მოთამაშესთან, რომლებიც თბილისიდან, ზუგდიდიდან და მისი შემოგარენიდან იყვნენ.

ოვალური ბურთის პასებისა და "კონტაქტური რაგბის" შემდეგ, "ბეიბი ბარბაროსებმა" საჩუქრები გადასცეს საქართველოს მოყვარულთა ლიგის ახალგაზრდა მოთამაშეებს.

ქართველი მოთამაშეებისთვის ეს დაუვიწყარი შეხვედრა იყო; ხოლო ავთენტური სპორტის ეპიზოდი - "ბეიბი მორაგბეებისთვის", რომლებმაც ძლიერი პოტენციალი შენიშნეს ქართულ სამოყვარულეო რაგბში.

JPEG - 551.7 ko
ალბან პლასინი (ტულუზა) და ალან ბრაზო (პერპინიანი)
ფოტო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში

გამოქვეყნებულია 22/06/2018

გვერდის დასაწყისი