ფრანგი მწერალი, დავიდ ფოენკინოსი, თბილისში

JPEG

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი მოხარულია გაცნობოთ, რომ ფრანგი მწერალი, დავიდ ფოენკინოსი, თბილისს ეწვევა ფრანკოფონიის თვის განმავლობაში. მწერალი, რომელსაც არაერთი ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული, თბილისის სტუმარი იქნება 9-დან 12 მარტამდე. დავიდ ფოენკინოსი მრავალი წიგნის ავტორია, მაგრამ განსაკუთრებული წარმატება მას 2014 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა, ’’შარლოტა’’-მ მოუტანა, რომელიც რენოდოს პრემიით დაჯილდოვდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პირველი დიდი აღიარება დავიდ ფოენკინოსს 2009 წელს ხვდა წილად, როცა მისი რომანი ’’დელიკატესი’’გამოიცა. 2011 წელს კი ამ რომანის ეკრანიზაცია თავად ავტორმა და მისმა ძმამ განახორციელეს.

გთავაზობთ ინფორმაციას მწერლის თბილისში ვიზიტის შესახებ :

ხუთშაბათი, 10 მარტი :

15სთ30წთ : შეხვედრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან.

ადგილი : ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს კაბინეტი

20სთ00წთ : მხატვრული ფილმის ’’დელიკატესი’’ ჩვენება ავტორის, დავიდ ფოენკინოსის, თანდასწრებით, რომლის შემდეგაც გაიმართება დებატები მწერალთან

ადგილი : კინოთეტრი ‘’რუსთაველი’’

პარასკევი, 11 მარტი :

18სთ30წთ : შეხვედრა პულიკასთან, სადაც გაიყიდება დავიდ ფოენკინოსის ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნები : ’’ჩემი ცოლის ეროტიკული პოტენციალი’’, ’’ ჩვენი განშორებები’’, ’’დელიკატესი’’ და გაიმართება ავტოგრაფების სეანსი.

ადგილი : საქართველოს მწერალთა სახლი

დაწვრილებით ინფორმაციას პროგრამის შესახებ მოგაწვდით უახლოეს მომავალში!

publie le 05/02/2016

hautdepage