ფრანგული ფილმის "ტანგის" ჩვენება ბათუმის ფილმის საერთაშორისო ფორუმზე

JPEG
საფრანგეთის საელჩომ და ა. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრმა ქ. ბათუმის კინოთეატრ « თბილისში » სამშაბათს, 6 სექტემბერს, 15.00-ზე, მაყურებელს წარუდგინა ეტიენ შატიეს ფილმი « ტანგი » (2001) აშშ-ს, იტალიის, პოლონეთის, ბულგარეთის, თურქეთის, ლიტვის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის და რუსეთის საელჩოებთან თანამშრომლობით გამართულ ბათუმის საერთაშორისო კინოფორუმის ფარგლებში.
ოჯახური ფილმების ეს ფესტივალი საქართველოში პირველად გაიმართა. ის განკუთვნილია მაყურებელთა ფართო წრისათვის, ტარდება 4-დან 11 ოქტომბრამდე ბათუმის ახალ კინოთეატრში, რომელიც სულ სამიოდე კვირის წინ გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა ბ.-ნმა მიხეილ სააკაშვილმა. ეს საერთაშორისო კინოფორუმი ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

მომავალი შეხვედრა ფრანგულ კინემატოგრაფიასთან ბათუმელებს ელის 29 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით. საფრანგეთის საელჩო და ა. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი ქ. ბათუმის კინოთეატრ « თბილისში » მაყურებელს წარუდგენს ფრანგული კომედიების ციკლს. ფილმების ჩვენება ჩატარდება ქ. ბათუმში 29 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით დაგეგმილი ფრანგული კულტურული ღონისძიებების ფარგლებში (გამოფენა « ლუვრის კალკოგრაფიები » ხელოვნების მუზეუმში და ა. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის სიმებიან საკრავთა აკადემიის კონცერტი კონსერვატორიაში)

ფოტოზე : იტალიელი, ამერიკელი და ფრანგი მრჩევლები კულტურის დარგში კვირას, 4 სექტემბერს, კინოთეატრ « თბილისში » ბათუმის საერთაშორისო კინოფორუმის გახსნაზე.

publie le 11/10/2005

hautdepage