ფრანგული არასამთავრობო Fert საქართველოს რძის წარმოების სექტორში

JPEG 25 მაისს, საქართველოში საფრანგეთის საელჩომ მონაწილეობა მიიღო ახალციხის მესაქონლეების მეორე სემინარში. ეს ღონისძიება ყოველწლიურად ეწყობა მესაქონლეთა ასოციაციის- « ერთობის » მიერ ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციის Fert პროექტის « კავკასიის რძე » ფარგლებში.

კონფერენციამ მონაწილეებს აზრთა გაცვლის საშუალება მისცა რძის წარმოების სექტორის მოდერნიზაციის პროცესისა და ევროპული ნორმების დანერგვის შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სასოფლო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, MercyCorps-ის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები და რეგიონის მრავალი მესაქონლე.

JPEG

2011 წლიდან Fert-ისა და მისი ქართველი პარტნიორის « GBDC ახალციხის » მიერ განხორციელებული პროექტის « კავკასიის რძე » მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რძის წარმოების დარგის განვითარებასა და მოდერნიზაციაში მესაქონლეების როლის გაძლიერება. ამ კონტექსტში მრავალი ქმედება განხორციელდა, რომლის ძირითადი ამოცანა იყო მესაქონლეების დახმარება რეგიონში რძის წარმოების ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებისთვის (ტექნიკური ექსპერტიზის გაცვლა, განაყოფიერების სამსახურის შექმნა, სასწავლო ვიზიტები საფრანგეთში და ა.შ.).

26 მაისს საფრანგეთის საელჩომ თანხლება გაუწია Fert-ის წარმომადგენლებს პროექტში “კავკასიის რძე” მონაწილე მესაქონლეებთან შეხვედრაზე.

JPEG
JPEG

27 მაისს, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, ბ-მა პასკალ მენიემ Fert-ისა და « GBDC ახალციხის » წარმომადგენლები მიიღო. საუბარი შეეხო პროექტ « კავკასიის რძე » ფარგლებში მიმდინარე სხვა და სხვა პროგრამას, ასევე საქართველოში რძის წარმოების დარგის განვითარებას.

JPEG

გამოქვეყნებულია 02/06/2016

გვერდის დასაწყისი