ფრანგული გასტრონომიის დღე [fr]

«კულინარია, ეს არის ისტორიულად დატვირთული პროდუქტების საზეიმო განწყობად გარდაქმნის ხელოვნება »

ეს ფრაზა, თითქოსდა, ცნობილი ფრანგი შეფ მზარეულის, გი სავუას, მიერ დანახული და ყველა მის დაწესებულებაში განხორციელებული კულინარიის სინთეზს წარმოადგენს. დაწესებულებები, სადაც შეფმზარეულები ცდილობენ ხაზი გაუსვან საუკეთესო ფერმერების, მესაქონლეების, მეთევზეების, მეღვინეების საქმიანობას, აცნობიერებენ რა, რომ წარმოადგენენ ტალანტთა შემქმნელების ჯაჭვის ბოლო რგოლს. დაწესებულებები რომლებსაც ერთი და იგივე სურნელი, მაგრამ განსხვავებული თვისებები ახასიათებთ: Le Chiberta et son Comptoir, les Bouquinistes, l’Atelier Maître Albert ხელოვანთა ნამდვილი ატელიეებია სადაც პროდუქტები, რომლებიც დღეში ორჯერ მიეწოდებათ, თითოეული შეფის შთაგონების მიხედვით მუშავდება. დაწესებულებები, სადაც ერთი საერთო სულიერი მდგომარეობა მეფობს და “გი სავუას” სკოლაში დახელოვნებული გუნდის წევრები საქმიანობენ, რომლებიც გაერთიანებულები არიან მათი ხელმძღვანელის, ნამდვილი ლიდერისა და მეტრის გარშემო.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და რესტორან “ანდროპოვის ყურების” მიერ მოწვეული, რესტორან შიბერტას მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფმზარეული სტეფან ლარუელი და შეფმზარეული ჟილ შენო 2018 წლის 25 აპრილს რესტორან “ანდროპოვის ყურებში” ორგანიზებული უპრეცედენტო გასტრონომიული დღის ფარგლებში შემოგვთავაზებენ გი სავუას რეცეპტების მიხედვით მომზადებულ კერძებს.

შეფმზარეული: სტეფან ლარუელი
სასტუმრო მენეჯმენტის სკოლისა და ფერანდის კულინარიის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ, სტეფან ლარუელი მუშაობდა დამხმარედ ისეთ რესტორნებში როგორებიცაა Faugeron, Crillon, Grand Véfour. შემდეგაც, მან თავისი კანდიდატურა გი სავუას წარუდგინა, რომელმაც აიყვანა მზარეულად ტრუაიონის ქუჩაზე არსებულ რესტორანში, სადაც შეფ მზარეულად 7 წელი იმუშავა. 2007 წლიდან, სტეფან ლარუელი შიბერტას შეფმზარეულია. “მოხარული ვარ რომ მაქვს შესაძლებლობა გავყვე გი სავუას, რადგან ის პირველ რიგში არის კარგი ლიდერი, ისეთ საკითხებში როგორებიცაა კულინარიული ცნებები (მნიშვნელოვანია მომზადება და გარნირები) თუ სოლიდარობის პრონციპით გუნდის წაძღოლის მისი მანერა. შიბერტაში მე გი სავუას სულისკვეტებით ვმუშაობ, ჩვენი განსაკუთრებული რესტორნის უნიკალურ სტილზე ადაპტირებით».

შეფმზარეული: ჟილ შენო
სასტუმრო მენეჯმენტის ლიცეუმის დასრულების შემდეგ, ჟილ შენო თავისი ხელოვნების სრულყოფას ისეთ მაღალი დონის რესტორნებში აგრძელებდა როგორებიცაა : Potager du Roi, Carré des Feuillants, Trou Gascon... მანამდე სანამ გი სავუას რესტორანში დაიწყებდა მუშაობას როგორც შეფმზარეულის დამხმარე. იგი დარჩა გი სავუას სამყაროში, ეკავა რა სხვადასხვა თანამდებობები ამ ჯგუფის დაწესებულებებში, სანამ მიანიჭებდნენ ახალ როლს “მოძრავი შეფი”: გი სავუას სულისკვეთების დამცველი! “გი სავუამ მე უნიკალური შესაძლებლობა მომცა შემომთავაზა რა გავმხდარიყავი მოძრავი შეფი მის დაწესებულებებში და მე სრულად ვაფასებ ამ საქმიანობის მრავალფეროვნებას. ეს საშუალებას მაძლევს მონაწილეობა მივიღო ახალი კერძების შემუშავებაში, ახალგაზრდა მზარეულების ჩამოყალიბებასა და ეფექტური გუნდის შექმნაში, ეს ყველაფერი საშუალებას მაძლევს რა ჩემი ხელობა ყოველ დღე განახლებული სულისკვეთებით შევიგრძნო!”

მობრძანდიით და დააგემოვნეთ უმაღლესი ფრანგული გასტრონომიის კერძები!!!

სტეფან ლარუელი
სტეფან ლარუელი
ჟილ შენო
ჟილ შენო

გამოქვეყნებულია 26/04/2018

გვერდის დასაწყისი