ფრანგული გენური ტექნოლოგია ქართულ მესაქონლეობაში

24 ოქტომბერს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბ-მა პასკალ მენიემ მონაწილეობა მიიღო საქართველოში რქოსანი პირუტყვის დარგის პირობების გაუმჯობესების ანალიზის წარდგენაში, რომელიც საფრანგეთის ფინანსათა სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთელმა გუნდმა, რომელიც თითქმის ორი წელია ამ პროექტშია ჩართული, აღნიშნულ ღონისძიებაში მიიღო მანაწილეობა.

თავის გამოსვლაში, ელჩმა პროექტის კონტექსტზე ისაუბრა, კერძოდ იმ აუცილებლობაზე, რომ საქართველომ თავად უზრუნველყოს მოსახმარი ხორცის წარმოება ქვეყანაში სასოფლო ეკონომიკის განვითარებით. ეს პროექტი აგრეთვე აძლიერებს ფრანგულ-ქართულ თანამშრომლობას გენეტიკის და სოფლის განვითარების სფეროში, რაც მეტად ძვირფასია საფრანგეთისთვის.

საქართველოს მესაქონლეობის დარგის დახმარების პროექტი დაიბადა ჟაკ ფლერის, საქართველოში ფრანგი ინვესტორის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სხვა და სხვა მინისტრის და ჟაკ-პიერ დევილარის, საფრანგეთში შაროლეს რასის პირუტყვის მომშენებელი ოჯახის წარმომადგენლის შეხვედრების წყალობით. ამ უკანასკნელმა ირწმუნა პროექტის განხორციელება საქართველოში, სადაც საქმიანი გარემო ხელსაყრელია. პროექტმა ფრანგული დაფინანსებით 12 ფრანგულ საწარმოს მოუყარა თავი ნაციონალური ზოგადპროფესიული ასოციაციის « ფრანს ჟენეტიკ ელევაჟ » გარშემო, რომლის ექსპერტიზის ხარისხიც მისასალმებელია მთელი პროექტის მანძილზე.

დარგის ახლანდელი პირობების შესწავლა მხოლოდ პირველი ეტაპია იმ საინვესტიციო პროექტისა, რომლის განხორციელებასაც შეეცდებიან ფრანგული საწარმოები და რომელიც, გარკვეული პერიოდის შემდეგ, საქართველოში ორი საპილოტო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმის შექმნით დასრულდება სავარაუდოდ.

კვლევის წარდგენის შემდეგ, საფრანგეთის ელჩმა კვლევის ქართველი და ფრანგი მონაწილეები მიღებაზე მიიწვია და მათ ინვესტიციის მომზადების შემდგომი ეტაპების იგივე წარმატებით გაგრძელება უსურვა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბ-მა ლევან დავითაშვილმა, რომელიც საღამოს ესწრებოდა, სამაგალითო უწოდა ფრანგულ-ქართული გუნდის მუშაობის ხარისხს, რაც არაჩვეულებრივი კომპლიმენტია.

მიღება საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში პროექტის ქართველი და ფრანგი მონაწილეებისთვის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბ-ნი ლევან დავითაშვილის თანდასწრებით

მიღება საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში პროექტის ქართველი და ფრანგი მონაწილეებისთვის

გამოქვეყნებულია 08/11/2017

გვერდის დასაწყისი