ფრანგული კინემატოგრაფიის საერთაშორისო წარმატება

ზედიზედ მეორე წელია, რაც ფრანგულმა ფილმებმა საზღვარგარეთ უფრო მეტი წარმატება მოიპოვეს 2015 წელს, ვიდრე ნაციონალურ ბაზარზე. საფრანგეთის საგარეო და საერთაშორისო განვითარების სამინისტრო თავისი კულტურული ქსელის დახმარებით ფრანგული კინოს მსოფლიოში აღიარებას უწყობს ხელს.

2016 წელიც არაჩვეულებრივი მაჩვენებლებით დაიწყო :

JPEG

- უკვე მესამედ 4 წლის განმავლობაში, ფრანგული ფილმები საერთაშორისო მასშტაბით 100 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, ფრანგული კინემატოგრაფია 2015 წელს მესამე საუკეთესო წელიწადს ზეიმობს, 600 მილიონი ევროს შემოსავლის სახით უცხოეთიდან.

- ექსპორტის უპირველესი ზონა აზიაა, რომელიც წინ უსწრებს დასავლეთ ევროპას, ლათინურ ამერიკასა და ჩრდილოეთ ამერიკას.

- 2016 წლის დასაწყისში, მხოლოდ 1 თვის განმავლობაში ელექტრონულმა ფესტივალმა MyFrenchfilm Festival ვიზიტორთა რაოდენობის რეკორდი მოხსნა (6,5 მილიონი ნახვა).

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის MyFrenchFilm Festival შესახებ: http://www.unifrance.org/actualites...

JPEG

წარმატებული 2015 წელი

- ფრანგული ანიმაციის უდიდეს წარმატებად « პატარა უფლისწული » იქცა 15 მილიონი მაყურებლით.
- ფრანგული დინამიურობისა და დახელოვნების წარმატების კიდევ ერთი მანიშნებელი ფრანგული ანიმაციური სკოლების მსოფლიო აღიარებაა, რომელთაგან ერთ-ერთი L’école des Gobelins მსოფლიოში საუკეთესოდ იქნა მიჩნეული.
- 2016 წლის ოსკარების დაჯილდოების ცერემონიაზე, საფრანგეთს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ოფიციალურად წარმოადგენს ფილმი « მუსტანგი » (Mustang).
- ფრანგული კინოს წარმატება საერთაშორისო ფესტივალების დონეზეც მნიშვნელოვანია (კანის, ვენეციისა და ტორონტოს ფესტივალების ჯილდოები სხვადასხვა კატეგორიებში).

ფრანგული კინემატოგრაფიის საერთაშორისო აღიარება, რაც საფრანგეთის მიზიდულობის ძირითად ვექტორს წარმოადგენს, ეკონომიკური დიპლომატიის მნიშვნელოვანი კოზირია. 2016 წელიც ფრანგული კინოს მრავალფეროვნების წარმოჩენის წელიწადად იქცევა დოკუმენტური, ანიმაციური თუ მხატვრული ფილმების (თრილერი, კომედია) კატეგორიაში.

publie le 19/04/2016

hautdepage