ფრანგული მეცნიერების პირველი დღე საქართველოში [fr]

28 სექტემბერს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018”- ის ფარგლებში ,,ფრანგული მეცნიერების დღე" გაიმართა.

სამეცნიერო ფორუმზე მონაწილეობა მიიღეს მაღალი დონის მკვლევარებმა და მეცნიერებმა პრესტიჟული სამეცნიერო დაწესებულებებიდან (CNRS, Institut Pasteur, IRSTEA, IFEA, INP Bordeaux et Université Lyon II), რომლებმაც საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტები წარმოადგინეს.

ღონისძიების გახსნას საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიე, საფრანგეთის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების სამინისტროს წამომადგენელი ბ-ნი რობერტ გარდეტი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბ-ნი ალექსანდრე თევზაძე და თსუ-ს რექტორი ბ-ნი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.

სამეცნიერო ფორუმმა და კონფერენციამ, რომელიც ქართულ-ფრანგულ კვლევით თანამშრომლობას მიეძღვნა, საშუალება მისცა ქართველ და ფრანგ მეცნიერებს, მიმდინარე პროექტების შესახებ გაეზიარებინათ გამოცდილება.

სამეცნიერო დღის გახსნის ცერემონიაზე, საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა და რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა ქართველი მკვლევარების საფრანგეთში მობილობა დაფინანსდება. კვლევითი პროგრამა ქართველ მეცნიერებს საშუალებას მისცემს, ყოველწლიურად აწარმოონ კვლევა საფრანგეთის პარტნიორ კვლევით ინსტიტუტებში.

საფრანგეთის ეროვნული კვლევითი სამეცნიერო ცენტრი CNRS, საფრანგეთის უმაღლესი განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დარგებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი IRSTEA, პასტერის ინსტიტუტი და მათი ქართველი პარტნიორები საერთო კვლევით პროექტებზე მუშაობენ შემდეგი მიმართულებით: მიკრობიოლოგია, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, არქეოლოგია, პალეოანთროპოლოგია და ლინგვისტიკა.

ფრანგული მეცნიერების დღე
ფრანგული მეცნიერების დღე
ფოტო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში
ფრანგული მეცნიერების დღე
ფრანგული მეცნიერების დღე
ფოტო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში
ფრანგული მეცნიერების დღე
ფრანგული მეცნიერების დღე
ფოტო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში
ფრანგული მეცნიერების დღე
ფრანგული მეცნიერების დღე
ფოტო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში
Journée de la science française
Journée de la science française
ფოტო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში
ფრანგული მეცნიერების დღე
ფრანგული მეცნიერების დღე
ფოტო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში
ფრანგული მეცნიერების დღე
ფრანგული მეცნიერების დღე
ფოტო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში

გამოქვეყნებულია 11/10/2018

გვერდის დასაწყისი