ფრანგული ქარხნის გახსნა საქართველოში

2018 წლის 28 მარტს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბ პასკალ მენიე ფრანგული კომპანია « ატლანტიკ ჯგუფი » ს მიერ ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ელექტროგამაცხელებლების ქარხნის გახსნას დაესწრო. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრი ბ. დიმიტრი ქუმსიშვილი, ატლანტიკ ჯგუფის პრეზიდენტი ბ. პიერ-ლუი ფრანსუა, ჯგუფის აღმასრულებელი საბჭოს წევრები და ფრანგული ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის თავჯდომარე ბ. ანტუან ბარდონი. 45 მილიონ ლარზე მეტი იქნა ინვესტირებული ამ ახალ ქარხანაში, რომელიც ეკიპირებულია თანამედროვე აპარატურით და რომელიც ამ ეტაპზე მაღალი ევროპული ნორმების მიხედვით გადამზადებულ 150 ადამიანს ასაქმებს.

ფრანგული ქარხნის გახსნა საქართველოში - JPEG
ფრანგული ქარხნის გახსნა საქართველოში - JPEG
ფრანგული ქარხნის გახსნა საქართველოშ - JPEG

გამოქვეყნებულია 17/04/2018

გვერდის დასაწყისი