ფრანგული A400M ქართული სამხედრო ძალების ცვლას უზრუნველყოფს

2017 წლის 31 იანვრიდან, 35 ქართველი ჯარისკაცი ცეტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა ევროპის სამშვიდობო მისიის « European Union Training Mission in the Central African Republic » (EUTM RCA) ფარგლებში.

ქვეითი ჯარის მე-2 ბრიგადის 23-ე ბატალიონის ამ ოცეულს, რომელიც საფრანგეთის სარდლობის ქვეშ იმყოფებოდა, თავისი წვლილი შექონდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ბატალიონების წვრთნაში.

JPEG
2017 წლის 5 აგვისტოს, საფრანგეთის საჰაერო ჯარის თვითმფრინავმა Airbus A400M Atlas თბილისში დაჯდომა განახორციელა აღნიშნული შემადგენლობის ჩანაცვლების მიზნით. იმავე ბრიგადის 21-ე მექანიზებული ბატალიონის ოცეული 6 თვით გაემგზავრა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. აღნიშნულმა თვითმფრინავმა, ასევე, გასულ იანვარში წასული ქართველი ჯარისკაცები ჩამოიყვანა. ქართული რაზმები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის ივნისიდან იმყოფებიან ევროკავშირის თანმიმდევრული ოპერაციების ფარგლებში. საფრანგეთი მათ ტექნიკურ და ლოგისტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

JPEG

publie le 07/08/2017

hautdepage