ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა საგზაო უსაფრთხოების სფეროში

JPEG

ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის საელჩომ, რომელსაც წარმოადგენდა საფრანგეთის ელჩი საქართველოში , ბატონი ფილიპ ლეფორი და პოლიციის წარმომადგელობა, ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში გამართა კონფერენცია "საგზაო უსაფრთხოების" თემაზე.

კონფერენცია გაიხსნა სარეკლამო ვიდეო-რგოლების ჩვენებით, რომლებიც გადაიცემა არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, როგორიცაა ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია. ფილმების ჩვენება მიზნად ისახავს საზოგადოებას გააცნოს სარეკლამო კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ფართო მასებისთვის იმ საფრთხეებზე ყურადღების გასამახვილებლად, რომელიც მოსდევს სიჩქარის გადაჭარბებას და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვას.

ჩვენების შემდეგ პარიზის პრეფექტურის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამმართველოს წარმომადგენელმა, პოლიციის მთავარმა კომისარმა ბატონმა ჟაკ გიომარმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო 2000 წელს მიღებული კანონი საგზაო დანაშაულებების შესახებ.

და ბოლოს, ამ აქციის ფარგლებში, რომელიც მთელ კვირას გასტანს, ჩატარდება სარეკლამო კამპანია. კერძოდ # 25 და # 85 სკოლებში დარიგდება ბავშვებისათვის განკუთვნილი ბროშურა, რომლის დარიგება გაგრძელდება სექტემბერში, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე.
JPEG

publie le 31/08/2005

hautdepage