ფრანგულ-გერმანული ინიციატივა ევროპის კორონავირუსის კრიზისის შემდგომი გაჯანსაღებისთვის [fr]

2020 წლის 18 მაისს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდნტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიიღეს ფრანგულ-გერმანული ინიციატივა ევროპის კორონავირუსის კრიზისის შემდგომი გაჯანსაღებისთვის.

ევროპელი პარტნიორებისთვის გაკეთებული ეს წინადადება მიზნად ისახავს, ევროპის მშენებლობის განმტკიცებას, რათა ერთად შეიმუშაონ კორონავირუსის კრიზისის საპასუხო რეაგირება. როგორც ყოველთვის, როცა ევროპის კონტინენტი უზარმაზარი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა 1950 წლიდან მოყოლებული, ეს ინიციატივა ამტკიცებს, თუ რამდენად ეფექტური და სოლიდარულია ევროპული თანამშრომლობა და როგორ შეუძლია მას ამ პრობლემებთან გამკლავება.

ეს ინიციატივა ოთხ მიმართულებას გულისხმობს:

  • გაძლიერდეს ჩვენი ჯანდაცვითი სტრატეგიული სუვერენიტეტი ევროკავშირის ჯანდაცვის სტრატეგიის მეშვეობით, სახელდობრ ჩვენი კვლევითი შესაძლებლობების ზრდისა და ვაქცინებისა და მკურნალობის სფეროს განვითარებისთვის, განსაკუთრებით კორონავირუსის წინააღმდეგ;
  • ევროკავშირის დონეზე შეიქმნას სწრაფი გაჯანსაღების ფონდი სოლიდარობისა და აღმავლობისთვის, რომელიც მოიცავს 500 მლდ ევროს და დაფინანსდება ბაზრებზე აღებული სესხით ევროკავშირის სახელზე;
  • დაჩქარდეს ეკოლოგიური და ციფრული გარდაქმნები, სახელდობრ იმის დადასტურებით, რომ „მწვანე შეთანხმება“ აღმავლობის ახალ სტრატეგიას წარმოადგენს;
  • ამაღლდეს ევროკავშირის ეკონომიკური და ინდუსტრიული მდგრადობა და სუვერენიტეტი და ახალი შთაგონება მიეცეს ერთიან ბაზარს.

ფრანგულ-გერმანული ინიციატივის ტექსტი ინგლისურად.

იხილეთ ემანუელ მაკრონისა და ანგელა მერკელის ერთობლივი პრესკონფერენცია:

გამოქვეყნებულია 18/06/2020

გვერდის დასაწყისი