ფრანგულ-ქართული სტიპენდიების გაორმაგება

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენო სალენსმა განათლების საერთაშორისო ცენტრთან ერთად საფრანგეთის მთავრობის სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც მიზნად ისახავს, საფრანგეთისა და საქართველოს მიერ დაფინანსების თანაბრად განაწილებით, სტიპენდიენდიანტების რაოდენობის გაორმაგებას (10 ის მაგივრად 20 სტიპენდიანტი). აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები შეძლებენ საფრანგეთში „საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიანტის“ სტატუსით სწავლის გაგრძელებას და ისარგებლებენ ყველა იმ სოციალური შეღავათითა და დახმარებით, რომლებსაც სტიპენდია მოიცავს.

დღეს, როდესაც განათლება სულ უფრო და უფრო იძენს საერთაშორისო პროფილს, ვფიქრობთ, ეს ინიციატივა წინ გადადგმული ნაბიჯია საფრანგეთსა და საქართველოს შორის საუნივერსიტეტო თანამშრომლობის გაღრმავების მხრივ. საფრანგეთის საელჩოს საქართველოში სურს აღნიშნულ სფეროში მობილობის წახალისება და წარჩინებული ქართველი სტუდენტების შემდგომ პროფესიულ მომზადებაში საკუთარი წვლილის შეტანა.

JPEG
JPEG
JPEG
JPEG

publie le 02/12/2015

hautdepage