ფრანგულ-ქართული კონცერტი

ფრანგულ-ქართული კონცერტი

JPEG

კავკასიის ფრანგული სკოლის 10 წლის იუბილე
მუსიკის დღესასწაული

2016 წლის 21 ივნისი, სამშაბათი
კლუბი 33ა, ვაკის პარკში

შესვლა 19 სთ-დან (მოსაწვევებით)

ტრიო „ლო’ჯო“ (საფრანგეთი)

JPEG
ლო’ჯო-ს სამი მომღერლისაგან შემდგარი ტრიო არის ნგონის „აფრიკული რვასიმიანი არფა“, ინდური ჰარმონიკისა და სხვადასხვა დასარტყამი ინსტრუმენტების თანხლებით. ლო-ჯოს სიმღერები და კიდევ სხვა საოცარი მელოდიების გაშიშვლებული ვერსიები, მყიფე ნავზე დარჩენილი ამბების ნაკვალევი. აფორიზმები, სიჩუმის უხილავი ძაფები, სამჭედლოს ნაპერწკლები, გასამგზავრებლად გამზადებულ ჩემოდანში მიმოფანტული თავგადასავლის ნარჩენები. ნადია და იამინა ნიდ ელ მურიდი და დენი პეანი - ბეწვის ხიდის აკრობატები - აქეთ-იქით ისვრიან ანთებულ ნაპერწკლებს, ქარაგმებსა და მომთაბარე ტომების არაკებს.

ნიაზ დიასამიძე (საქართველო-საფრანგეთი) და მისი ჯგუფი 33ა

JPEG
ნიაზ დიასამიძე-მუსიკოსი, მომღერალი, ავტორ-კომპოზიტორი, ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საქართველოში. იგი არის ფოლკ და პოპ როკ ჯგუფის 33ა-ს დამაარსებელი.

PNG

publie le 20/06/2016

hautdepage