ფრანგულ-ქართული პარტნიორიბა ალკოჰოლური სასმელების სფეროში [fr]

2019 წლის 10 სექტემბერს, კახეთში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს სპირტის მწარმოებელ და მიმწოდებელ პირველ ქართულ კომპანია “ბოლეროსა” და კონიაკისა და ბრენდის მწარმოებელ ფრანგულ კომპანია “ტესანდიე ე ფისს” შორის.

ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ ბ-ნი ლევან დავითაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბ-ნი ვახტანგ კარიჭაშვილი და ბ-ნი ჟერომ ტესანდიე, კომპანიების “ბოლერო” და “ტესანდიე და ფის” წარმომადგენლები, და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების უფროსი.

აღნიშნული პარტნიორობა 25 წლით გაფორმდა და 12 მილიონი ევროს ოდენობის საბრენდე სპირტის ექსპორტს ითვალისწინებს საფრანგეთში.

ამ ფრანგული და ქართული უმსხვილესი კომპანიების თანამშრომლობა შვიდ წელს ითვლის. ის ითვალისწინებს, საქართველოდან საფრანგეთში სპირტის ექსპორტს, მისი გადამუშავებისა და აზიის ბაზრებისთვის მიწოდების მიზნით, და ასევე “ტესანდიეს” სახლის მიერ მეთოდებისა და ტექნოლოგიის თავისი ქართველი პარტნიორისთვის გადაცემას.

JPEG - 113.9 ko
"ბოლეროსა" და "ტესანდიე ე ფისს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა

გამოქვეყნებულია 23/09/2019

გვერდის დასაწყისი