ფრანგულ-ქართული სამედიცინო შეხვედრები [fr]

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბ-მა პასკალ მენიემ საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში ბ-ნი ერიკ ჟანტი და ქ-ნი ნარგიზი ზიბზიბაძე, არასამეწარმეო ასოციაციის « კახეთი – იონი » პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი სადილად მიიღო, რომელიც საფრანგეთში იონის დეპარტამენტისა და საქართველოში კახეთის რეგიონის თანამშრომლობის საპატივცემულოდ გაიმართა.

სადილის დროს ამ ორი რეგიონის სამაგალითო ურთიერთობებზე ისაუბრეს და 2018 წლის ივნისში დაგეგმილი ფრანგულ-ქართული სამედიცინო შეხვედრების საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

ფრანგულ-ქართული სამედიცინო შეხვედრები 2009 წლიდან იმართება ორგანიზაცია « კახეთი – იონის » თაოსნობით, რომელიც იონის დეპარტამენტისა და კახეთის რეგიონის ისტორიული პარტნიორობის შედეგად შეიქმნა. ყოველწლიურად მასში 250 ქართველი ექიმი ფრანგ კოლეგებთან ერთად მონაწილეობს ; აღნიშნული ღონისძიების მიზანი დარგის სპეცილისტებს შორის ურთიერთობების განვითარებაა.

JPEG - 407.8 ko
ბ-ნი პასკალ მენიე, ბ-ნი ერიკ ჟანტი და ქ-ნი ნარგიზი ზიბზიბაძე

გამოქვეყნებულია 11/05/2018

გვერდის დასაწყისი