ფრანგულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობა [fr]

2019 წლის 5 მარტს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოსა და საფრანგეთის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ.

აღნიშნული შეხვედრა საფრანგეთის საელჩოს საქმეთა რწმუნებულმა გახსნა საფრანგეთსა და საქართველოს შორის სამეცნიერო თანამშრომლობისა და ამ დარგში სამომავლო გეგმების მიმოხილვით. საელჩოს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშემ, ქართველი მკვლევარებისთვის სხვადასხვა დაფინანსებისა და მობილობის პროგრამების გაცნობის მიზნით, ფრანგული სამეცნიერო-კვლევითი სფერო და მისი მოწყობა წარადგინა. ამ თანამშრომლობის განვითარების მიზნით, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და რუსთაველის სამეცნიერო ფონდი უახლოეს თვეებში ახალგაზრდა ქართველი მკვლევარებისთვის მობილობის სტიპენდიების მექანიზმის განხორციელებას დაიწყებენ. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი 2020’’ საფრანგეთის მონაწილეობის შესახებ სპეციალური პრეზენტაციის შემდეგ, დისკუსია გაიმართა შეხვედრის მონაწილეებთან.

ანა მგელაძემ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევარმა, საერთაშორისო ასოცირებულ ლაბორატორიაში ‘GATES’ საფრანგეთთან ერთობლივად განხორციელებული კვლევითი გამოცდილება წარმოადგინა პალეანთროპოლოგიის სფეროში, საფრანგეთის ევროვნული სამეცნიერო ცენტრისა (CNRS) და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლობით.

საინფორმაციო შეხვედრა საქართველოსა და საფრანგეთის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ

საფრანგეთის საელჩოს საქმეთა რწმუნებული, ბ-ნი ერიკ ტოზატი

გამოქვეყნებულია 04/07/2019

გვერდის დასაწყისი