ფრანგულ-ქართული სამთო თანამშრომლობა ახალ მწვერვალს იპყრობს

სამთო მომზადების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში და საჩხერის სამთო მომზადების სკოლის დაარსებიდან ათი წლის თავზე, რომელიც საზეიმო ვითარებაში აღინიშნა 2016 წლის სექტემბერში, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის ვიზიტის დროს, 2017 წლის 2-10 სექტემბერს საქართველოს სტუმრობდა მაღალი მთის სამხედრო სკოლის სამთო მსროლელებისა და 27-ე სამთო ქვეითი ბრიგადის შტაბის დელეგაცია.

JPEG
მაღალი მთის სამხედრო სკოლის მეთაურის, პოლკოვნიკი პასკალ ლედუკის ხელმძღვანელობით, დელეგაციამ ორშაბათს, 4 სექტემბერს, შეხვედრა გამართა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალთან, პოლკოვნიკ მალხაზ მაკარაძესთან სამთო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის მიზნით, ხოლო შემდეგ მონაწილეობა მიიღო საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გამართულ ცერემონიალში, იმ ცენტრში, რომელიც 2006 წელს დაარსდა საფრანგეთის დახმარებით. ქართველი მეგობრების მიწვევით, დელეგაციამ საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებთან ერთად დალაშქრა მყინვარწვერი (5047 მ).

JPEG - 112.6 ko
ფრანგულ-ქართული დელეგაცია მყივნარწვერზე (5047 მ)

მაღალი მთის სამხედრო სკოლის მეთაურის პირველი ვიზიტი, თავდაცვის მინისტრ, ჟან-ივ ლე დრიანის ვიზიტიდან ერთი წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენს ორ სამთო მომზადების სამხედრო სკოლას შორის არსებულ მტკიცე და მდგრად კავშირებს, რომელთა თანამშრომლობა უკვე ათ წელზე მეტს ითვლის.

JPEG

გამოქვეყნებულია 02/10/2017

გვერდის დასაწყისი