« ტურიზმისა და მემკვიდრეობის » ორმაგი სამაგისტრო პროგრამა

2017 წლის 26 სექტემბერს, თბილისში უნივერსიტეტ "ლუმიერ ლიონ 2"-ის დელეგაცია, ვიცე-პრეზიდენტ ჯიმ ვოლკერის ხელმძღვანელობით ჩამოვიდა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით « ტურიზმისა და მემკვიდრეობის » ორმაგი სამაგისტრო პროგრამის დაარსების ფარგლებში.

დელეგაცია მიიღო ბ-ნმა პასკალ მენიემ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, და ბ-ნმა მიხეილ ჩხენკელმა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ. უნივერსიტეტ "ლუმიერ ლიონ 2"-ის ტურიზმისა და მემკვიდრეობის პროგრამის ხელმძღვანელები, ქ-ნი ნატალია მოროზი და ბ-ნი ფრედერიკ ლამანტია შემდეგ თავიან ქართველ, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კოლეგებს შეხვდნენ სამომავალო პარტნიორობის დეტალების დასახვის მიზნით.

JPEG
საქართველოს მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის დაფასება ქვეყანაში ტურიზმის მდგრადი განვითარების ძირითადი გამოწვევაა. ორმაგი სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს პროფესიონალები, რომლებიც მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხიდან ჩამოსულ ტურისტებს საქართველოს ისტორიულ, არქიტექტურულ, მუსიკალურ ან თუნდაც გასტრონომიულ მემკვიდრეობას გააცნობენ.

აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს, ქართული უნივერსიტეტების ჯგუფთან პარტნიორობით, განავითაროს ფრანგული უმაღლესი საუნივერსიტეტო და პროფესიული საგანმამათლებლო პროგრამები ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

publie le 20/10/2017

hautdepage