ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში [fr]

2018 წლის 7 დეკმებერს, ქ-ნი ფლორანს პარლი, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, თავის ქართველ კოლეგას, ბ-ნ ლევან იზორიას პარიზში, «ოტელ დე ბრიენში» შეხვდა. თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება შეხვედრის ძირითადი თემა იყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შეიარაღების ახალ ხელშეკრულებას ოფიციალურად მოეწერა ხელი კომპანია Thalès-თან, საქართველოს ანტი-საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით. ორი მინისტრი ასევე შეთანხმდა საფრანგეთის მიერ ლოგისტიკური დახმარების გაგრძელების თაობაზე ქართული სამხედრო კონტინგენტის სასარგებლოდ, რომელიც 2017 წლიდან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიის (EUTM RCA) ფარგლებშია დისლოცირებული.

საფრანგეთში ვიზიტის დარგლებში, ლევან იზორია აგრეთვე შეხვდა ჟან-ჟაკ ბრიდეს, ეროვნულ ასამბლეაში თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბ-ნი ლევან იზორიას ვიზიტი პარიზში
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბ-ნი ლევან იზორიას ვიზიტი პარიზში
ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბ-ნი ლევან იზორიას ვიზიტი პარიზში
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბ-ნი ლევან იზორიას ვიზიტი პარიზში
ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გამოქვეყნებულია 20/12/2018

გვერდის დასაწყისი