ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის გახსნა - 2020 წლის 16 სექტემბერი [fr]

თბილისში, 15-დან 17 სექტემბრამდე, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის გამართვასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბ-ნმა დიეგო კოლასმა, ელჩის რეზიდენციაში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის გახსნას უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, ქ-ნი ნუნუ მიცკევიჩი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბ-ნი გიორგი შარვაშიძე და საფრანგეთის ტურიზმის განვითარების მისიის ხელმძღვანელი, ბ-ნი დიდიე ჟანი.

ეს ფრანგულ-ქართული პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუმიერ ლიონ 2-ის უნივერსიტეტის მიერ ხორციელდება.

პროგრამას საფუძვლად უდევს საფრანგეთის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში და გათვლილია სტუდენტებზე, რომელთაც სურთ, კარიერა გაიკეთონ ტურიზმის სექტორში და საქართველოს მდიდარი მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა წარმოაჩინონ. ეს ახალი სამაგისტრო პროგრამა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში გახსნილი ერთ-ერთი პირველი პროგრამაა, რომლის შემდეგაც ორმაგი დიპლომი გაიცემა.

Word - 14.3 ko
საფრანგეთის ელჩის სიტყვა ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის გახსნაზე
(Word - 14.3 ko)
ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის გახსნა

გამოქვეყნებულია 28/09/2020

გვერდის დასაწყისი