ფრანგ პარლამენტართა დელეგაციის ვიზიტი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც თბილისში 2017 წლის 26-დან 29 მაისამდე გაიმართა, საქართველოს ფრანგ პარლამენტართა მნიშვნელოვანი დელეგაცია ეწვია.

დელეგაციას ხელმძღვანელობდა სენატორი, ქ-ნი ჟოელ გარიო-მეილამი და მის შემადგენლობაში შედიოდნენ, ეროვნული ასამბლეის მხრიდან, ბატონები ჟილბერ ლე ბრი, ფილიპ ვიტელი, გი-მიშელ შოვო, ჟან-ლუკ რეტზერი და ჟან-მიშელ ვიომი, ხოლო სენატის მხრიდან- ბატონები ანდრე ტრილარი, ჟან-მარი ბოკელი და ჟილბერ როჟერი.

JPEG
26 მაისს, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტარებს სადილზე საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნატაშა ეფომოფმა უმასპინძლა.

27 მაისს, ფრანგული და გერმანული დელეგაციები სადილად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბ-მა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო. ამ უკანასკნელმა ფრანგ და გერმანელ პარლამენტარებს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა თავისი ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით განხორციელებული რეფორმების კუთხით.

publie le 12/06/2017

hautdepage