ფრანკოფონია რუმინეთი 2006

რუმინეთი მასპინძლობს მსოფლიო ფრანკოფონიას

GIF

2006 წლის სექტემბერში, ბუქარესტში, ფრანკოფონიის მე-11 სამიტი გაიმართება. ამჯერად, ფრანკოფონიის ეპიცენტრი აღმოსავლეთ ევროპაში გადაინაცვლებს.

თბილისში 2006 წლის ფრანკოფონიასთან დაკავშირებული ღონისძიებების (იხ. პროგრამა) სათავეში იქნება საქართველოში რუმინეთის ელჩი, მისი აღმატებულება ბატონი კონსტანტინ ჟირბეა.

ფრანკოფონიის საერთაშორისო ხელმძღვანელობის ოფიციალური წარმომადგენლის ტიტულით, მისი აღმატებულება, ბატონი კონსტანტინ ჟირბეა, 22 მარტს 19 საათზე, გამართავს მიღებას მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. 20 მარტს, ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეს, რუმინეთის საელჩოში, 17 საათზე ის შეხვდება პრესას.

გამოქვეყნებულია 10/04/2006

გვერდის დასაწყისი