« ფრანკოფონიის ახალი პერსპექტივები საქართველოში » - ბ-ნი პასკალ მენიეს ლექცია (30/01/2019) [fr]

საქართველოში საფრანგეთის ელჩმა ფრანკოფონიისადმი მიძღვნილი მოხსენებით გახსნა ქართველი დიპლომატებისთვის განკუთვნილი მაღალი დონის ლექციების ციკლი, რომლის ინიციატორიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტია.

ისაუბრა რა 2018 წლის 11 და 12 ოქტომბერს, ერევანში გამართული ფრანკოფონიის XVII სამიტის მიღწევებზე და მის მნიშვნელობაზე ფრანკოფონულ სამყაროში სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარების სასარგებლოდ, პასკალ მენიემ მსმენელებს შეახსენა საფრანგეთის პრიორიტეტები და მიზნები ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIF) ფარგლებში, რომელიც 88 სახელმწიფოსა და მთავრობას აერთიანებს და საფრანგეთისთვის მეტად მნიშვნელოვანი მრავალმხრივი მიდგომის შემადგენელი ნაწილია.

ელჩმა ხაზი გაუსვა მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოსთვის, ამჟამად OIF-ის დამკვირვებელი წევრისთვის, იმ მიზნით, რომ ფრანკოფონიის XVIII სამიტზე, რომელიც 2020 წელს ტუნისში გაიმართება, ის ორგანიზაციის ასოცირებული წევრი გახდეს. აღნიშნული სამიტი, რომელიც OIF-ის დაარსების 50-ე წლისთავზე გაიმართება, განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იქნება.

შეხსენებისთვის, დღესდღეობით, საქართველო ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ხუთ წევრ უნივერსიტეტს ითვლის : ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

საქართველოში ფრანგული ენა ასამდე სკოლაში ისწავლება. თექვსმეტი მათგანი ფრანგული ენის პოპულარიზაციის მიზნით სპეციალური დახმარების მექანიზმით სარგებლობს, « მოლიერის ფონდად » წოდებული, საქართველოში ფრანგული ენის პოპულარიზაციისა და სწავლების ფონდით, რომელიც 2012 წელს საფრანგეთის საელჩომ შექმნა სახელმწიფო და კერძო სექტორების პერტნიორობის ფორმით. ამ ფონდის საშუალებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ფრანგულის სწავლების გაძლიერებით ფრანგულის შემსწავლელ მოსწავლეთა რიცხვი 5000-დან (2012 წლის მონაცემები) 14000-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი მუდმივ პროგრესს განიცდის.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ფრანგულის შესწავლის მზარდი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, წარმოდაგენს რა ფრანგული ენის ცოდნა უდავო პრიოტიტეტს დასაქმების ძიების დროს. საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში ფრანგული ენის კურსები ყველა დონისა და ასაკის შემსწავლელთათვისაა განკუთვნილი ; სწავლების უმაღლესი დონის უზრუნველსაყოფად, ინსტიტუტი თავის ფრანგულის პედაგოგებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სტაჟირებებით ეხმარება.

გამოქვეყნებულია 07/03/2019

გვერდის დასაწყისი