ფრანკოფონიის სამიტი, ერევანი, 2018 წლის 11 და 12 ოქტომბერი [fr]

ფრანკოფონიის სამიტი (იმ ქვეყნების სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურთა კონფერენცია, რომელთაც ფრანგული ენა აქვთ საზიარო) ფრანკოფონიის ძირითადი მოვლენაა.

ის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურის თავმჯდომარეობით და მიზნად ისახავს, ფრანკოფონიის მიმართულებების განსაზღვრას, მსოფლიოში მისი ფართოდ გავრცელების უზრუნველსაყოფად.

ფრანკოფონიის XVII სამიტი ერევანში (სომხეთი) იმართება 2018 წლის 11 და 12 ოქტომბერს

ფრანკოფონია, მრავალმხრივი თანამშრომლობის სივრცე

ფრანკოფონია ინსტიტუციური მექნიზმია, რომელიც იმ ქვეყანათა ურთიერთობებს არეგულირებს, რომლებსაც საზიარო აქვთ ფრანგული ენა.

მისი ფუძემდებლების ლეოპოლდ სედარ სენგორის, ჰაბიბ ბურგიბას, ჰამანი დიორისა და ნოროდომ სიანუკის მიერ დაარსებული ინსტიტუციური ფრანკოფონია, 1970 წელს, ნიამეში შეიქმნა, კულტურული და ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს ჩამოყალიბებით, რომელიც 1998 წელს ფრანკოფონიის მთავრობათაშორისი სააგენტო გახდა, შემდეგ კი, 2005 წელს - ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია.

მისი მისწრაფებაა, ფრანგული ენის პოპულარიზაცია და 84 წევრი სახელწიფოსა და მთავრობის თანამშრომლობა. ეს მიზანი ფორმულირებულია ფრანკოფონიის ქარტიაში, რომელიც 1997 წელს მიიღეს ჰანოის სამიტზე, ხოლო 2005 წელს, ანტანანარივოში გამართულ მინისტერიალზე გადასინჯეს.

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია ითვლის 54 სრულუფლებიან წევრ სახელმწიფოს და მთავრობას, 4 ასოცირებულ წევრს და 26 დამკვირვებელს. მას ოთხი ძირითადი მისია აკისრია :

  • ფრანგული ენისა და კულტურული და ლინგვისტური მრავალფეროვნების პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე და წევრ ქვეყნებში, თანამშრომლიბის სამიზნე პროგრამებით ;
  • მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პოპულარიზაცია, ფრანკოფონულ სივრცეში კრიზისებისა და კონფლიქტების მოგვარებისას პარტნიორის პოზიციის დაკავებით ;
  • განათლებისა და პროფესიული განათლების მხარდაჭერა (ოსტატთა ფორმირება, ორენოვანი სწავლება) ;
  • თანამშრომლობის განვითარება მდგრადი განვითარების სამსახურში (მხარდაჭერა, ტექნიკური დახმარება საერთაშორისო მოლაპარაკებებში)

საფრანგეთი და ფრანკოფონია

საფრანგეთი აქტიურ პოლიტიკას ახორციელებს ფრანკოფონიის განსავითარებლად.

2018 წლის 20 მარტიდან და რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ « ფრანგული ენისა და მრავალენობრიობის მსოფლიოში პოპულარიზაციის ერთიანი გეგმის »წარდგენიდან, იგი ყურადღებას ამახვილებს ფრანგულ ენაზე, როგორც მრავალმხრივი ფრანკოფონიის ინსტიტუტების და სახელდობრ, ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთიან საყრდენზე.

არის რა საგანმანათლებლო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჭრილში თანამშრომლობის სივრცე, ფრანკოფონია მნიშვნელოვნად ეხმარება ფრანგულის, როგორც საერთაშორისო ენის შენარჩუნებას. საქმიანობის ამ ვექტორისთვის პრიორიტეტის მინიჭებით, საფრანგეთი წარმოადგენს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ფრანკოფონიის ოპერატორების პირველ კონტრიბუტორ ქვეყანას.

გამოქვეყნებულია 07/11/2018

გვერდის დასაწყისი