ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის გადაცემის ცერემონია

საფრანგეთსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთგაცვლების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის საფრანგეთის კულტურის მინისტრმა ქალბატონმა ფლერ პელერენმა ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს კავალრის წოდება მიანიჭა.

საქართველოში საფრანგეთის ელჩმა მ.ა. ბატონმა რენო სალენსმა ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი საფრანგეთის რეზიდენციაში 2015 წლის 7 ოქტომბერს გადასცა, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და მისი მეუღლის მაკა ჩიჩუასა თანდასწრებით. შარამოს ასევე ესწრებოდნენე მთავრობის დიპლომატირუი კორპუსისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.

- სახელმოხვეჭილი პიანისტის, ქალბატონი ელისო ბოლქვაძის საერთაშორისო კარიერა შვეიცარიასა და საფრანგეთში დაიწყო, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში, რუსეთსა და ევროპის მრავალ სხვა ქვეყანაში გაგრძელდა.Oიგი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია და უამრავი კომპაქტ დისკი და ალბომი აქვს ჩაწერილი ისეთ ფირმებთან, როგორიცაა « შონყ » და « ჩასცაველლე ».

- ქალბატონი ელისო ბოლქვაძე ორგანიზატორული ნიჭითაც არის დაჯილდოვებული: მისი ნებისა და შეუპოვარი ძალისხმევის წყალობით უკვე სამი წელია, რაც ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი ტარდება.

- ქალბატონი ელისო ბოლქვაძე მსოფლიო საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული ხელოვანია, რასაც თავისი მოღვაწეობით ადასტურებს და რაც ოფიციალურად იქნა აღიარებული: მას 2015 წლის 22 იანვარს «იუნესკოს მშვიდობის ხელოვანის » წოდება მიენიჭა.

- დასასრულს, ქალბატონი ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის დიდი მეგობარია და შესანიშნავად ფლობს ფრანგულ ენას. Mმან განათლება ნაწილობრივ საფრანგეთში მიიღო და მისი ტალანტი იქ გამართულ მრავალრიცხოვან კონცერტებზე გაიფურჩქნა. Mმან ასევ დაუღალავი წვლილი შეიტანა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხელოვნების სფეროში ურთიერგაცვლების განვითარებაში.

JPEG
JPEG
JPEG

გამოქვეყნებულია 23/10/2015

გვერდის დასაწყისი