« ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება » [fr]

2019 წლის 8 მარტის თარიღთან დაკავშირებით, შეგახსენებთ საფრანგეთის ჩართულობას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების « ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება » განხორციელების კუთხით.

2010-2013 და 2015-2018 წლების პირველი ორი სამოქმედო გეგმისა და ქალთა და კაცთა თანასწორობის საფრანგეთის უმაღლესი საბჭოს მიერ მე-2 ეროვნული გეგმის « ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება » შეფასების საბოლოო ანგარიშის შემდეგ, საფრანგეთმა მე-3 სამოქმედო გეგმის მომზადების ვალდებულება აიღო, რომლის ფარგლებშიც აქცენტი გაკეთდება ქალების კიდევ უფრო მეტ მონაწილეობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ პროცესებში, რომლებიც დაკავშირებულია მშვიდობისა და უსაფრთხოების გამოწვევებთან.

კონფლიქტები არაპროპორციულ გავლენას ახდენენ ქალებზე : არიან რა ხშირად სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, ისინი უმეტესად მშვიდობის პროცესის მიღმა რჩებიან. 1990 და 2017 წლებს შორის, ქალები წარმოადგენდნენ მშვიდობის პროცესის მედიატორთა 2%-ს, მომლაპარაკებელთა 8%, ხოლო მოწმეთა და ხელისმომწერთა 5%-ს. თუმცა, ქალების მნიშვნელოვანი მონაწილეობა საშუალებას მოგვცემდა, რომ მათი უფლებები და ინტერესები სრულად ყოფილიყო გათვალისწინებული კონფლიქტის შემდეგ და ეს მონაწილეობა თითქმის 35%-ით გაზრდიდა ალბათობას, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება 15 წელზე მეტ ხანს გაგრძელდეს.

ამგვარად, 2000 წლის 1325 რეზოლუციის შემდეგ მიღებული რვა რეზოლუცია სახელწოდებით « ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება », რომლებიც ნამდვილ ბერკეტს წარმოდგენენ ქალთა და კაცთა თანასწორობის საკითხში, სახელმწიფოებს მოუწოდებს, გააძლიერონ ქალების მონაწილეობა მშვიდობის დამყარებასა და გადაწყვეტილების მიღების მთელ პროცესში, უკეთ დაიცვან ქალები სექსუალური ძალადობისა და მათი ფუნდამენტური უფლებების ნებისმიერი სხვა დარღვევისგან და მათთვის ხელმისაწვდომი გახადონ მართლმსაჯულება.

შეხსენებისთვის, საფრანგეთის მიერ მიღებული ბოლო სამოქმედო გეგმა, 2015-2018 პერიოდზე, 5 მიმართულებას მოიცავდა :

1) ქალების მონაწილეობა კონფლიქტური და კონფლიქტის შემდგომი სიტუაციების მართვაში ;
2) ქალების დაცვა ძალადობის წინააღმდეგ და კონფლიქტურ და კონფლიქტის შემდგომ პერიოდებში ქალთა უფლებების დაცვა ;
3) დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა ;
4) ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან, ქალთა უფლებებთან და ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ცნობიერების ამაღლების გზით განხორციელებული პროვენციული ზომები ;
5) დღის წესრიგის « ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება » პოპულარიზაცია.

გამოქვეყნებულია 15/03/2019

გვერდის დასაწყისი