ქართველი იუნკერი სენ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლაში

თვდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში, სამხედრო მისია მხარს უჭერს ქართველი სამხედროებისათვის ფრანგული ენის სწავლებას, შემდგომში მათი სხვა და სხვა კურში მონაწილეობის მიზნით საფრანგეთში.

იუნკერმა ზურაბ მანჩხაშვილმა, ამჟამად ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეორე კურსის მსმენელმა, ბრწყინვალედ ჩააბარა სენ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლაში მისაღები კონკურსი. მომავალ სექტემბერს ის სამი წლით შეუერთდება საფრანგეთის სახმელეთო ძალების ოფიცერთა მომზადების ამ პრესტიჟულ სკოლას.

JPEG - 201.4 ko
L’Ambassadeur de France Pascal Meunier et le cadet Zurab Manchkhashvili/საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე და იუნკერი ზურაბ მანჩხაშვილი

სამხედრო მისიის მხარდაჭერის წყალობით, კერძოდ, ფრანგი სპეციალისტის ძალისხმევის გამოისობით, ამ ახალგაზრდა, განსაკუთრებულად მოტივირებულმა ოფიცერმა, ერთ წელზე ნაკლებ დროში შეისწავლა ფრანგული და წარმატებით ჩააბარა ურთულესი მისაღები გამოცდები ზოგად განათლებაში, ენასა და მათემატიკაში.

JPEG - 246.7 ko
L’Attaché de Défense Olivier Madiot et le cadet Zurab Manchkhashvili/ თავდაცვის ატაშე ოლივიე მადიო და იუნკერი ზურაბ მანჩხაშვილი

ზურაბ მანჩხაშვილი პირველი ქართველია ვინც სენ-სირის სკოლაში ისწავლის 1924 წლის შემდეგ, იგი მიყვება თავისი დიდი წინამორბედის, თავად დიმიტრი ამილახვარის გზას. ეს ქართული წარმოშობის ფრანგი ოფიცერი 1942 წლის 24 ოქტომბერს, ელ ალამეინის ბრძოლაში დაიღუპა, მაშინ, როცა სათავეში ედგა უცხოური ლეგიონის მე-13 ბატალიონს. სენ-სირის სპეციალური სამხედრო სკოლის 1954-1956 წლების გამოშვება მის სახელს ატარებს.

publie le 02/08/2017

hautdepage