ქართველი სამხედროებისათვის DELF-ის დიპლომების გადაცემა

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბატონმა პასკალ მენიემ ორშაბათს, 16 მაისს, ქართველ სამხედროებს, მათ შორის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებსა და საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებს ფრანგული ენის დიპლომები (DELF) გადასცა სპეციალურ ცერემონიაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ანა დოლიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის I მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, რომელიც თვითონაც ფრანკოფონი და საფრანგეთის ომის კოლეჯის კურსდამთავრებულია.

JPEG - 96.8 ko
L’Ambassadeur accueille la Vice-Ministre de la défense, Mme Ana Dolidze et le Colonel Omar Begoidze/ელჩი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ქ-ნ ანა დოლიძეს და პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძეს მასპინძლობს

თავდაცვის სამინისტროს იმ 15 წარმომადგენლის ნაწილს, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს DELF-ის გამოცდა 2015 წელს, ექნებათ საშუალება, გააგრძელონ სწავლა საფრანგეთის სხვადასხვა სამხედრო სკოლაში. სამხედრო განათლება თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. თბილისში საფრანგეთის საელჩოს სამხედრო მისია ყოველ წელს, ერთი წლის განმავლობაში, მიავლენს ხოლმე ფრანგული ენის ეროვნებით ფრანგ პედაგოგს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ხოლო კანდიდატებს, რომლებიც კარგად ფლობენ ფრანგულ ენას, სთავაზობს სხვადასხვა ოპერაციულ და აკადემიურ სტაჟირებებს საფრანგეთში.

JPEG - 83.8 ko
Soirée de remise de diplômes DELF/ფრანგული ენის დიპლომების გადაცემისადმი მიძღვნილი საღამო

publie le 02/06/2016

hautdepage