ქართველი სტუდენტი « სკოლა 42 »-ში [fr]

ხანგრძლივი ტესტირების შედეგად, 2018 წლის მარტში, « სკოლა 42 »-მა თბილისელი ქართველი სტუდენტი, ციცი სადაღაშვილი შეარჩია. ეს არაორდინარული ფრანგული დაწესებულება აღიარებულია ინფორმატიკული კოდირების საუკეთესო სწავლებისთვის მსოფლიოში.

2013 წლიდან, გზავიელ ნიელის მიერ მისი დაარსების დღიდან, « სკოლა 42 » ხვალინდელი დღის ინფორმატიკის დეველოპერებს ზრდის. დაწესებულებამ უნიკალური მოდელი განავითარა : სტუდენტების მიღება მხოლოდ მათ ტალანტს ეფუძნება. არანაირი დიპლომი არ მოითხოვება სხვა და სხვა შესარჩევ ეტაპზე თავის წარდგენასა და მოაწილეობისთვის. « სკოლა 42 »-ის 2017 წლის გამოშვება 50 000 კანდიდატს შორის 900 მიღებულ სტუდენტს შეადგენდა. სწავლა სამიდან ხუთ წლამდე გრძელდება და სრულიად უფასოა.

ლექციების ორგანიზაციული მოდელიც ნოვატორულია: “სკოლა 42” ღიაა 24 საათისა და 7 დღის განმავლობაში. სტუდენტები ჯგუფურად მუშაობენ, თვითონ აფასებენ საკუთარ თავს და მოქმედებენ მატრიცად წოდებული ხელშესახები პროექტების გარშემო სხვა და სხვა სტრუქტურებთან პარტნიორობით: “თალესი”, ეროვნული ფლოტი, კულტურული დაწესებულებები, დეპოზიტების სალარო და შრომის სამინისტრო, პასტერის სახელობის ინსტიტუტი და სხვა.

“სკოლა 42”-ის სერთიფიცირებულ ახალგაზრდებზე დიდი მოთხოვნაა ფინანსურ სექტორში. ბანკები, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ “ბლოქჩეინში”, ტექნოლოგიაში, რომელიც ინფორმაციების ციფრული სახით უსაფრთხო შენახვის საშუალებას იძლევა, და ინტერნეტით გადახდის მოდელების დახვეწაში, სამუშაოდ აჰყავთ ამ სკოლის სტუდენტები. ეს უკანასკნელნი საქმდებიან აგრეთვე სადაზღვევო კომპანიებში.

4 კითხვა 22 წლის თბილისელ ციცი სადაღაშვილს.

PNG1- როგორ შეიტყვეთ « სკოლა 42 »-ის სასწავლო პროცესის შესახებ?

ერთ-ერთი ამერიკული საიტიდან, რომელიც სპეციალიზებულია ციფრული სტარტაფების სიახლეებში: შემთხვევით გადავაწყდი ფრანგული “სკოლა 42”-ის საქებარ სტატიას. თავისუფლების ამ კონცეფციამ მაშინვე მომხიბლა, “სკოლა 42” მუდმივად ღიაა! ის მუშაობს პროექტების უკანასკნელი ვადის პრინციპით, დანარჩენი ჩვენზეა დამუკიდებული.

2- შერჩევის პროცესი როგორ წარიმართა?

გამოცდები დაიწყო ინტერნეტით: ლოგიკური, მახსოვრობის ტესტები, ალგორითმების ცოდნა. შედეგების მიხედვით მეორე ეტაპზე გადავედი, რაც პარიზში « სკოლა 42 »-ის გაცნობა იყო. მისი მიზანია, კანდიდატი მიხვდეს, რომ ნამდვილად თანხვედრაშია კონცეფციასთან. შემდეგ მოდის გამოცდა, ეგრედწოდებული « აუზი » ; ერთი თვის განმავლობაში ჩვენი ნიჭი და უნარები ფასდება ჯგუფური პროექტების, ინდივიდუალური პროექტებისა და გამოცდების გზით.

ამ ოთხი კვირის განმავლობაში დღეში დაახლოებით 14 საათს ვმუშაობდი, დასვენების დღის გარეშე. ეს ყველაზე რთული რამ იყო, რაც კი ცხოვრებაში გამიკეთებია ; მაგრამ ყველაზე საინტერესოც. უზომოდ მომეწონა ! ჩვენ ჯგუფურად შევქმენით სუდოკუს ამოხსნის პროგრამა, გამოვიგონეთ განტოლებების ამოხსნის პროგრამები და სხვა.

3- ამ სკოლის სერთიფიცირებულ სტუდენტებს შეუძლიათ თავიანთი ცოდნა გამოიყენონ კულტურის, თავდაცვის, მედიცინის სფეროში. შენ რომელი სპეციალიზაციის არჩევას აპირებ და რატომ ?

3 არჩევანია სასწავლო პროცესის დროს : ალგორითმები, გრაფიკული ინტერფეისი ან უსაფრთხოება. ჯერჯერობით, ვფიქრობ ავირჩიო პირველი, ალგორითმები საშუალებას იძლევა, შევინარჩუნოთ გლობალური ხედვა და მეხსიერებაში შევინახოთ ყველა შესაძლო გზა.

4- სკოლის დამაარსებლის სურვილი თავდაპირველად იყო უჩინარი ტალანტების აღმოჩენა და მათთვის რაც შეიძლება მეტი გავლენის მოხდენის შესაძლებლობის მიცემა. როგორც კი ინფორმატიკული კოდირების პროფესიონალი გახდები, რისი მოტანა გსურს ქართული განვითარებული სამყაროსთვის ?

ვისურვებდი, რომ საქართველოში შევქმნა ახალ ტექნოლოგიებში სპეციალიზებული ორგანიზაცია, რომელიც კოდირებისადმი ინტერესს აამაღლებს. ათი წლის წინ საქართველოში თითქმის არ იყვნენ კარგი პროგრამისტები, დღეს ინტერესი არსებობს, მაგრამ საჭიროა მისთვის გეზის მიცემა.

ჩემს მეგობრებთან ერთად, რომლებიც ასევე კოდირებით არიან გატაცებულები, მოვაწყვეთ “ჰაკატონი” (დეველოპერების რამდენიმე დღიანი შეკრება პროექტების შესაქმნელად), რომლის განმავლობაშიც შევქმენით ხელთათმანი, რომელიც, შეხებისას, სკაიპის კორესპონდენტის შეგრძნების საშუალებას იძლევა.

როცა უფო გამოცდილი ვიქნები, შევძლებ, ჩემს ორგანიზაციასთან ერთად საქართველოში უფრო მეტი « ჰაკატონი » მოვაწყო მნიშვნელოვანი სახსრებით. ტექნოლოგიის სამყარო ახალგაზრდა ტალანტებს აჯილდოვებს და მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ეს იცოდნენ.

JPEG - 95.4 ko
ციცი სადაღაშვილი

გამოქვეყნებულია 16/04/2018

გვერდის დასაწყისი