ქართული კონტინგენტის როტაცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის ოცეული აგვისტოს შუა რიცხვებში ამავე გვარდიის სხვა ოცეულმა შეცვალა.

როტაცია განხორციელდა საფრანგეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით „ერბუს A400M“ იმ ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერის ფარგლებში, რომელსაც საფრანგეთი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დისლოცირებულ ქართულ კონტინგენტებს უწევს.

JPEG
JPEG

გამოქვეყნებულია 14/09/2018

გვერდის დასაწყისი