ქართულ-ფრანგული თანამშრომლობა მუსიკის სფეროში :

საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი და თბილისის ეროვნული კონსერვატორია, 2005 წლის 30 მარტიდან 5 აპრილამდე, აცხადებს საგაზაფხულო « სიმების აკადემიის » სესიას. მეცადინეობები ჩატარდება თბილისის ეროვნულ კონსერვატორიაში (გრიბოედოვის ქ.) და მონაწილეობას მიიღებს თხუთმეტი ქართველი მუსიკოსი ფრანგ ვიოლონჩელისტთან, « აკადემიის » დამაარსებელ და ხელმძღვანელ, ჟერომ პერნოსთან ერთად, რომელმაც 2005 წლის სამუშაო თემად ბაროკული მუსიკა შეარჩია. მუსიკოსები იმუშავებენ კუპერენის, ბახის, ვივალდის ნაწარმოებეზე. სამუშაოს წარდგენა გათვალისწინებულია 5 აპრილს 19:00 სთ-ზე.

აკადემია შეიქმნა 2003 წელს, კონსერვატორიის რექტორის, ქ-ნ მანანა დოიჯაშვილის თხოვნით.ამით საფუძველი ჩაეყარა ქართული სიმებიანი ინსტრუმენტების სკოლას განსხვავებული და გაძლიერებული მუშაობის მეთოდით. ეს მეთოდი განსხვავდება თბილისის კონსერვატორიაში აქამდე არსებული მეთოდისგან. « სიმების აკადემიამ » უკვე გამართა ოთხი მოსმენა, რომელთაგან ბოლო, 2004 წლის შემოდგომაზე, საფრანგეთში (პარიზსა და შატლეროში) შედგა. თუკი აკადემია აქამდე ექვს წევრს ითვლიდა, ამიერიდან ის ფართოვდება და მოიცავს მთელ სიმებიან საბაროკო ორკესტრს, ბაროკული მუსიკის შესასრულებლად აუცილებელი კლავესინით.

აკადემიის ახალი სესიის დასაწყისისთვის, ექვსი მუსიკოსი , რომლებიც იმთავითვე ამ ორკესტრში უკრავდნენ , ამ კვირაში გამართავენ 3 კონცერტს (ორშაბათს, 28 მარტს კონსერვატორიაში, სამშაბათს, 29 მარტს მეტეხის თეატრში და ოთხშაბათს, 30 მარტს 19:00 სთ-ზე . ალ. დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრში) რათა მაყურებელს შესთავაზონ აქამდე შესრულებული სამუშაო, გარდა შონბერგის «ფერშეცვლილი ღამისა», რომელიც დამუშავდა ჟერომ პერნოს მუსიკალურ სახელოსნოებსა და მასტერკლასებში, ისინი შეასრულებენ ქართულ ნაწარმოებებს (« ღამის ლაბირინთი » დ. სალუქვაძე) და სექსტეტისთვის დამოუკიდებლად დამუშავებულ ბრამსის სი ბემოლ მაჟორ ოპუს 1 -ს.

« სიმების აკადემია » წარმოადგენს ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთ პროგრამას ,რომელიც 2003 წლიდან ფინანსდება საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ალ. დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრის მიერ.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ :

ალ. დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრი
გუდიაშვილის ქ.10
ტელ : 92 28 55

ელ. ფოსტა : ccf.dumas@caucasus.net
ინტერნეტ გვერდი :www.ccf.tbilissi.caucasus.net

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს კულტურის განყოფილება
გოგებაშვილის ქ.15
ტელ.: 98 78 23
ინტერნეტ საიტი: www.ambafrance-ge.org

publie le 20/09/2007

hautdepage