ქიმიური იარაღის გამოყენების დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა [fr]

ჟან-ივ ლე დრიანის, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის და ბრუნო ლე მერის, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის ერთობლივი პრეს-რელიზი

საფრანგეთმა სირიის შემსწავლელი და კვლევითი ცენტრის სასარგებლოდ მოქმედი სამი შემსყიდველი ქსელის წინააღმდეგ ბლოკირების ეროვნული ზომები მიიღო (2018 წლის 18 მაისის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს დადგენილება).

სამი პიროვნება და ცხრა კომპანია დასახელებული იქნა აღნიშნული ქვეყნის ქიმიური და ბალისტიკური სამხედრო შესაძლებლობების განვითარებისთვის საჭირო მასალის კვლევისა და/ან შესყიდვის მონაწილედ ამ ცენტრის სასარგებლოდ.

სირიის შემსწავლელი და კვლევითი ცენტრი სირიის ცენტრალური ლაბორატორიაა, რომელიც ავითარებს და შეუთანხმებლად აწარმოებს ქიმიურ იარაღსა და ბალისტიკური რაკეტის მზიდებს.

17 და 18 მაისს, პარიზში, საფრანგეთი ქიმიური იარაღის გამოყენების დაუსჯელობის წინააღმდეგ საერთაშორისო პარტნიორობის შეკრებას მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც სამინისტროში გასამართ შეხვედრას ბ-ნი ჟან-ივ ლე დრიანი, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი უხელმძღვანელებს. ოცდაცამეტი სახელმწიფო უერთდება აღნიშნულ პარტნიორობას, რათა საკუთარი უარი დაადასტუროს მათ დაუსჯელობაზე, ვინც იყენებს ან ავითარებს ქიმიურ იარაღს მთელ მსოფლიოში.

იმ დროს როცა ქიმიური იარაღი თითქმის ოცი წელია გაქრა, მათი ხელახალი გამოჩენა ერაყში, სირიაში, აზიასა თუ ევროპაში სახელმწიფოებრივი და არასახელმწიფოებრივი სუბიექტების ხელში მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მობილიზაციას.

გამოქვეყნებულია 31/05/2018

გვერდის დასაწყისი