ქ-ნი ლუსინ ბარდონის დაჯილდოება ღირსების ეროვნული ორდენის კავალერის წოდებით [fr]

2017 წლის 10 ნოემბერს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბ-მა პასკალ მენიემ ღირსების ეროვნული ორდენის კავალერის წოდებით ქ-ნი ლუსინ ბარდონი დააჯილდოვა, 2017 წლის 2 მაისით დათარიღებული საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დადგენილების საფუძველზე.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია სასტუმრო « თბილისი მერიოტში » გაიმართა და მას ესწრებოდნენ ბ-ნი კრისტოფ-ანდრე ფრასა, საფრანგეთს გარეთ მცხოვრები ფრანგების წარმომადგენელი სენატორი, ბ-ნი რენო სალენსი, საქართველოში საფრანგეთის ყოფილი ელჩი, საქართველოში ფრანგული სათვისტომოს წარმომადგენლები და ქ-ნი ბარდონის მეგობრები.

ქ-ნი ლუსინ ბარდონი, რომელიც გახლავთ მრჩეველი საკონსულო საკითხებში სომხეთსა და საქართველოში და უცხოეთში მაცხოვრებელ ფრანგთა კავშირის პრეზიდენტი საქართველოში, საფრანგეთმა გამოარჩია მისი არაჩვეულებრივი ჩართულობისა და თავდადებისთვის საქართველოში ფრანგული სათვისტომოს საქმიანობის სასარგებლოდ, რომლის განუყოფელი და ყველას მიერ დაფასებული სახეცაა ის.

აღნიშნული ჯილდო ასევე შედეგია საქართველოში ფრანგული ენის სწავლების და საქველმოქმედო ღონისძიებების სასარგებლოდ შეგროვებულ სახსრებთან დაკავშირებული მისი მობილიზაციისა. საფრანგეთი აღიარებს იმ აქტიურ როლს, რომელსაც ქ-ნი ბარდონი თამაშობს ფრანგულ სათვისტომოსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის, აგრეთვე მის მზაობას საელჩოს ინიციატივების მხარდასაჭერად, რითიც ის ხელს უწყობს საქართველოში საფრანგეთის წარმოჩენასა და პოპილარიზაციას.

ქ-ნი ლუსინ ბარდონის ღირსების ეროვნული ორდენით დაჯილდოება

გამოქვეყნებულია 17/04/2018

გვერდის დასაწყისი