ქ-ნი ნინო ჭელიძესთვის აკადემიური პალმების კავალრის ორდენის გადაცემა [fr]

2019 წლის 5 აპრილს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბ-მა პასკალ მენიემ აკადემიური პალმების კავალრის ორდენით დააჯილდოვა ნინო ჭელიძე, საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამების დირექტორი.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა და მას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ქ-ნი ნათია ზედგინიძე, საქართველოსთან თანამშრომლობის კავშირების მქონე ფრანგული უნივერსიტეტების წარმომადგენლები და ასევე, ქართული საუნივერსიტეტო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

ქ-ნი ნინო ჭელიძესთვის აკადემიური პალმების ჯილდოს გადაცემა ადასტურებს საფრანგეთის რესპუბლიკის მადლიერებას ორ ქვეყანას შორის საუნივერსიტეტო თანამშრომლობის სამსახურში მისი მტკიცე ჩართულობის გამო და აქედან გამომდინარე, მისი წვლილის მიმართ ფრანგული უმაღლესი განათლების განვითარებაში და იმ ღირებულებებში, რომელთა მატარებელიც ისაა. 2014 წელს, განათლების საერთაშორისო ცენტრში მისი მისვლიდან, ნინო ჭელიძის ხელშეწყობით, საქართველოსა და მის მრავალ დიდ პარტნიორს შორის, რომელთაგან საფრანგეთიცაა, განვითარდა საუნივერსიტეტო თანამშრომლობა, სახელდობრ, ორი ქვეყნის მიერ დაფინანსებული სასწავლო სტიპენდიების პროგრამის წყალობით.

აკადემიური პალმების ჯილდო 1808 წელს იმპერატორ ნაპოლეონ I-მა დააარსა. ეს ჯილდო მიზნად ისახავდა, საფრანგეთის მადლიერების გამოხატვას საერო სწავლების მშენებლობის მიმართ. 1955 წლიდან, აკადემიური პალმები პატივს სცემს ასევე იმ მოღვაწეთა დამსახურებებს, რომლებიც მთელს მსოფლიოში საფრანგეთის ეროვნული განათლების პოპულარიზაციისთვის შრომობენ.

ქ-ნი ნინო ჭელიძესთვის აკადემიური პალმების კავალრის ორდენის გადაცემა
ქ-ნი ნინო ჭელიძესთვის აკადემიური პალმების კავალრის ორდენის გადაცემა
ფოტო : განათლების საერთაშორისო ცენტრი

აკადემიური პალმების კავალრის ჯილდო
აკადემიური პალმების კავალრის ჯილდო
განათლების საერთაშორისო ცენტრი

გამოქვეყნებულია 01/08/2019

გვერდის დასაწყისი