ღონისძიება "Earth Hour 2016"

2016 წლის 19 მარტს, საფრანგეთის საელჩო საქართველოში შეუერთდება მოძრაობას "Earth Hour 2016" და გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად სინათლეებს ჩააქრობს.

ეს ყოველწლიური ღონისძიება მეორედ ტარდება საქართველოში არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის, WWF Caucasus-ისა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ.

2015 წელს რამდენიმე საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაცია, ისევე როგორც მრავალი სამინისტრო, სასტუმრო და პოლიტიკური პარტიების შტაბბინა ჩაერთო ამ მოძრაობაში.

წელს, 7000 ქალაქსა და 162-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრები მილიონობით ადამიანი მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში და ერთი საათით ჩააქრობს შუქს.

ჩაბნელდება ასევე ეიფელის კოშკი, რაც პლანეტისათვის საფრანგეთის ბრძოლას განასახიერებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.earthhour.org/georgia

PNG - 302.8 ko
Earth Hour 2016

publie le 17/03/2016

hautdepage