შარლ აზნავურის ხსოვნის საპატივცემულოდ [fr]

დღეს საფრანგეთი, ინვალიდების სასახლეში, ეროვნულ პატივს მიაგებს შარლ აზნავურს, რესპუბლიკის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მონაწილეობით.

თბილისში, საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა საფრანგეთის საელჩოსთან მოიტანეს ყვავილები მისი ხსოვნის აღსანიშნავად და შესახსენებლად, რომ მისი ოჯახი წარმოშობით საქართველოდან იყო. დიდმა არტისტმა ბოლოს 2012 წელს იმოგზაურა საქართველოში, რომლის დროსაც მან მონაწილეობა მიიღო რაბათის ციხის გახსნაში, ახალციხეში, სადაც მამამისი დაიბადა და სადაც მან კონცერტი ჩაატარა. ამავდროულად, საქართველომ ფრანგ ხელოვანს მისი სახელობის ვარსკვლავი მიუძღვნა.

შარლ აზნავურის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყვავილები საფრანგეთის საელჩოსთან თბილისში
შარლ აზნავურის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყვავილები საფრანგეთის საელჩოსთან თბილისში
ყვავილებით შემკული შარლ აზნავურის სახელობის ვარსკვლავი ახალციხეში
ყვავილებით შემკული შარლ აზნავურის სახელობის ვარსკვლავი ახალციხეში

საფრანგეთის საელჩო საქართველოში უერთდება 94 წლის ასაკში გარდაცვლილი შარლ აზნავურის ხსოვნისადმი მიძღვნილ ეროვნულ პატივს. ფრანგი ავტორი, კომპოზიტორი და მსახიობი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე თავისი სომხური ფესვების ერთგული იყო, ფრანგულ კულტურას და სიმღერას მსოფლიო მასშტაბით განასახიერებდა.

საფრანგეთის საელჩო გულწრფელად უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს და ყველას, ვინც მისმა გარდაცვალებამ დაამწუხრა.

გამოქვეყნებულია 05/10/2018

გვერდის დასაწყისი