შეხვედრა განათლების მინისტრთან

2016 წლის 28 ივლისს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბ-მა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიიღო.

საუბარი შეეხო საფრანგეთსა და საქართველოს შორის სტუდენტების გაცვლის მაჩვენებლის ზრდას სასწავლო სტიპენდიების პროგრამის დანერგვის შედეგად. შეხვედრაზე ასევე გამოყვეს რამდენიმე სექტორი, რომელშიც ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის გაძლიერებაა შესაძლებელი, განსაკუთრებით მეცნიერული თანამშრომლობის და საქართველოში ფრანგული ენის სწავლების სფეროები.

JPEG
JPEG
JPEG

publie le 22/08/2016

hautdepage