შეხვედრა სახელმწიფო მინისტრ ბ-ნ პაატა ზაქარეიშვილთან

2016 წლის 5 აპრილს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პასკალ მენიე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ბ-მა პაატა ზაქარეიშვილმა მიიღო.

შეხვედრისას ელჩმა კვლავ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საფრანგეთის მხრადაჭერა. თავის მხრივ, ქართველმა მინისტრმა საფრანგეთს მადლობა გადაუხადა ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკისთვის და იმ ძალიან მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან 2008 წლის კონფლიქტის დროს ითამაშა.

ბ-ნი პასკალ მენიესა და ბ-ნი პაატა ზაქარეიშვილის საუბარი ასევე შეეხო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებულ ვიტარებას, ისევე როგორც სამინისტროს ქმედებას საქართველოს ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით.

JPEG - 85.8 ko
Entretien de M. Pascal Meunier avec M. Paata Zakareichvili/ბ-ნი პასკალ მენიეს საუბარი ბ-ნ პაატა ზაქარეიშვილთან

გამოქვეყნებულია 15/04/2016

გვერდის დასაწყისი