შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან [fr]

პროგრამის « Modern Diplomacy and Politics 3.0 » ფრანგლებში, რომელსაც "NX Academy" 24 აპრილიდან 31 მაისამდე ახორციელებს, ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ საქართველოში საფრანგეთის ელჩს, ბ-ნ პასკალ მენიეს საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში, ამა წლის 3 მაისს შეხვედროდნენ.

შეხვედრაზე ბ-ნი მენიე სტუდენტებს თავისი დიპლომატიური გამოცდილების შესახებ ესაუბრა, აგრეთვე საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები და ქართველი ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობები გააცნო.

ასოციაცია « NX Academy »-ის მიზანია, საქართველოში მოქალაქეობრივი და პოლიტიკური ქმედითობის განვითარება არაფორმალური განათლების მეშვეობით.
პროგრამა, რემელიც " Rotary Club"-თან თანამშრომლობით იმართება, მიზნად ისახავს, სტუდენტებს შესთავაზოს თანამედროვე დიპლომატიური სამყაროს მიმოხილვა კონფერენციებში დიპლომატებისა და პრაქტიკოსების ჩართვით, რათა ისინი უკეთ ჩაწვდნენ მმართველობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს საერთაშორისო, ტრანსნაციონალურ, სახელმწიფოებრივ და ქვედა სახელმწიფოებრივ დონეებზე.

JPEG - 2.1 Mo
შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან

გამოქვეყნებულია 28/05/2018

გვერდის დასაწყისი