შეხვედრის დანიშვნა სავიზო აპლიკაციის ჩასაბარებლად

მოკლევადიან ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად შეხვედრის დასანიშნად, დარეკეთ საელჩოს სამუშაო საათებში შემდეგ ნომერზე +995 (32) 272 14 01 ან გამოაგზავნეთ შეტყობინება პიროვნების მონაცემებისა და კოორდინატების მითითებით შემდეგ ელ. მისამართზე : consulat.tbilissi-amba@diplomatie.gouv.fr

ზარები მიიღება ორშაბათიდან ხუთსაბათის ჩათვლით 9 სთ-დან 13 სთ-მდე და 14 სთ-დან 18 სთ-მდე და პარასკევს 9 სთ-დან 13 სთ-მდე და 14 სთ-დან 16 :30 სთ-მდე.

შეხვედრა დაინიშნება მხოლოდ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

შეხვედრა საფრანგეთის საკონსულოში დაინიშნება მას შემდეგ, რაც ზეპირად გადამოწმდება საჭირო საბუთების არსებობა და თუ მოგზაურობის ძირითადი მიმართულება იქნება საფრანგეთი ან საფრანგეთის საკონსულოს მიერ წარმოდგენილი ქვეყნები (ნორვეგია, ისლანდია და მონაკო).

მოთხოვნის ჩაბარების ვადები : ვიზების მოთხოვნა ჩაბარებულ უნდა იქნეს დაგეგმილი გამგზავრების თარიღამდე მაქსიმუმ 3 თვით და მინიმუმ 15 დღით ადრე. გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, საკონსულოს განკარგულებაშია 15 დღე მოკლევადიანი სავიზო მოთხოვნის განსახილველად. განხილვის საშუალო ვადა 5 სამუშაო დღეა, თუმცა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენამ შესაძლოა ეს ვადა გაახანგრძლივოს.

გრძელვადიანი ვიზის მოთხოვნის მიზნით შემოტანილი საბუთების განხილვის დრო ხშირად აჭარბებს 15 დღეს და შეიძლება გაგრძელდეს 2 თვემდე (გამონაკლის შემთვხევაში განხილვის ვადამ შეიძლება გადააჭარბოს 2 თვეს ზოგიერთი სპეციფიური პროცედურებისთვის რომელთა შესახებაც ვიზის მთხოვნელები ინფორმირებულები იქნებიან)

publie le 31/03/2017

hautdepage