შიდა უსაფრთხოების სამსახურის ტექნიკური თანამშრომლობა

2016 წლის 7-11 მარტს, საფრანგეთის ქალაქ ლონში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დაესწრო თემატურ სწავლებას « არალეგალური მიგრაციის ქსელების წინააღმდეგ ბრძოლა ». სწავლება ჩატარდა არალეგალური მიგრაციის ქსელების და არალეგალურ ვითარებაში მყოფ უცხოელ მოქალაქეთა დასაქმების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი ოფისის (OCRIEST) ორგანიზებით.

JPEG - 2.7 Mo
Formation organisée par l’OCRIEST

აღნიშნული პროექტი, რომელიც განხორციელდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს მიერ, მიეკუთვნება იმ პრიორიტეტულ საკითხებს, რომლებიც საფრანგეთის მხარემ შესთავაზა საქართველოს 2016 წლის თანამშრომლობის სფეროში. შემდგომი ვიზიტი განხორციელდება საფრანგეთში, 2016 წლის მაისში დოკუმენტების გაყალბების საკითხებთან დაკავშირებით და მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი თანამშრომელი.

JPEG - 1.7 Mo
Formation organisée par l’OCRIEST

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების სამსახურის მიერ შეთავაზებული ინფორმაციის ორმხრივი გაცვლა მიგრაციული ნაკადების უსაფრთხოების საკითხებზე, მიზნად ისახავს ქართველი პოლიციელების უკეთ მომზადებას მოკლევადიანი სავიზო რეჟიმის ცვლილებისთვის.

publie le 05/04/2016

hautdepage